ტრენერთა ტრენინგი საჯარო ფორუმების მოდერაციაზე 26.07.2012

ტრენინგის მიზანი იყო რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის საჯარო დისკუსიების ინიცირების და ჩატარების ახალი მეთოდის გაცნობა. ტრენინგის განმავლობაში საუბარი იყო ამ მეთოდის გამოყენების მნიშვნელობასა და მართებულობაზე. სესიების უმრავლესობა დაეთმო საჯარო ფორუმების ფორმატის განხილვას და ფორუმის მოდერატორის სამუშაო ტექნიკების დახვეწას. ტრენინგის დროს ჩატარდა რამდენიმე იმიტირებული საჯარო ფორუმიც, რომლის დროსაც მონაწილეებს საკუთარი უნარების პრაქტიკაში გამოყენების საშუალება მიეცათ.
ტრენინგის ბოლო სესია დაეთმო მომავალი საჯარო ფორუმების დაგეგმვას. გადაწყდა, რომ საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდება ფორუმების  3 რაუნდი - სულ 24 ფორუმი. ყველა რეგიონის წარმომადგენელს გადაეცა ფორუმის ჩატარებისთვის აუცილებელი მასალა და ტექნიკა, მათ შორის დიქტოფონებიც, რაც შესაძლებელს გახდის შეხვედრების აუდიო ჩანაწერის გაკეთებას. ასევე გადაწყდა, რომ პირველი რაუნდის თემა იქნება: საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა 
ტრენერთა ტრენინგი განხორციელდა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური გარდაქმნის პროგრამის (მატრა) ფარგლებში.

 


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია