დაჯილდოვების ცერემონიალი16.08.2012

9 აგვისტოს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართა ესეს კონკურსში „მე და არჩევნები" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. კონკურსის 15 გამარჯვებულს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა გადასცა დიპლომები.
პირველ ადგილზე გასული ესეს ავტორი დაჯილდოვდა Ipad 2-ით, მეორე და მესამე ადგილზე გასული ესეს ავტორები პერსონალური კომპიუტერებით; ხოლო 12 ავტორს გადაეცა iPod-ები და წიგნის სასაჩუქრე ბარათები.
ცერემონიალის შემდგომ, გამარჯვებულები გაემგზავრნენ ბაკურიანში საზაფხულო სკოლაში, სადაც მათ ჩაუტარდებათ ტრენინგები სამოქალაქო მონაწილეობაზე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. ესეს კონკურსი „მე და არჩევნები" ჩატარდა ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია