ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში: ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის და რუსეთის შედარება 5.10.2012
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრში შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ ახალ წიგნს „ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში: ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის და რუსეთის შედარება". წიგნში ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში დეცენტრალიზაცია იქცა ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად პოლიტიკური რეფორმების დაგეგმვის და განხორციელების დროს. ავტორები ცდილობენ ახსნან ის ფაქტი თუ რატომ განსხვავდებიან სხვადასხვა პოსტ-კომუნისტური ქვეყნები და ასევე ერთი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქები ადგილობრივი ხელისუფლების განვითარების დონის მიხედვით. წიგნი შედგება 7 თავისგან. აქ განხილულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთის და რუსეთის მაგალითები. ამ წიგნთან ერთად რესურს ცენტრში შეგიძლიათ მოიძიოთ 700-მდე წიგნი, ჟურნალი და სტატია დეცნტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ შორის ამ პროცესის პოლიტიკურ და ფინანსურ ასპექტებზე, მოქალაქეების ჩართულობაზე, აღმოსავლეთ ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის და აფრიკის ქვეყნების გამოციდლებაზე. რესურს ცენტრი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. დამატებითი კითხვებისთვის შეგვეხმიანეთ: ნინო ღამბაშიძე: nino@participate.ge ან ტელ: 2355154. რესურს ცენტრი შეიქმნა და ფუნქციონირებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური გარდაქმნის პროგრამის (მატრა) ფარგლებში.
უკან დაბრუნება..
|
გამოცემები ...
|