21–22 ნოემბერს ბათუმსა და ახალციხეში ჩატარდა რიგით მეორე ლექცია პლურალიზმის, მრავალფეროვნებისა და რელიგიური ტოლერანტობის კურსის ფარგლებში. მოხსენების თემას წარმოადგენდა: ქალი ქრისტიანულ ტრადიციაში და იუმორი და რელიგია. შეხვედრის სტუმრები იყვნენ ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე და სცენარისტ–იუმორისტი გიორგი ჯანელიძე.

სრულად ნახვა ...

 12 ნოემბერს, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართა დისკუსია თემაზე: საგნის „მე და საზოგადოება“ სტანდარტი და მის გარშემო შექმნილი ვითარება. დიკუსიის მომხსენებლებმა ნიკო სილაგაძემ (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენელი, სამოქალაქო განათლების და ისტორიის ექსპერტი) და რევაზ აფხაზავამ (განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი) ისაუბრეს, სამოქალაქო განათლების მნიშვნელობასა და საგნის „მე და საზოგადოება“ სტანდარტის პროექტზე.

სრულად ნახვა ...

"ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისთვის" პროექტის მიზანია: საქართველოს ოთხ რეგიონში განვითარებასა და სიღარიბის დაძლევაში წვლილის შეტანა ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურების და შერჩეული პრობლემის მოგვარებაზე მიმართული კონკრეტული ინიციატივების განხორციელების გზით

სრულად ნახვა ...

სტუდია რე-ს ტელედისკუსია. რამდენად ახერხებენ მოქალაქეები თვითმმართველობაში მონაწილეობის მიღებას, რამდენად ღიაა ადგილობრივი თვითმმართველობა მოქალაქეებისთვის. ამ საკითხებს სტუდია რე სტუმრებთან ერთად არკვევდა. დიკუსიაში მონაწილეობას იღებდა კავკასიური ინსტიტუტის პროექტების მენეჯერი - თიკო ტყეშელაშვილი.

სრულად ნახვა ...

კავკასიური ინსტიტუტი ახალ პროექტს იწყებს! ვეძებთ სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში მცხოვრებ 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღონ პლურალიზმის, მრავალფეროვნების და რელიგიური ტოლერანტობის ინტერაქტიულ კურსზე.

სრულად ნახვა ...

გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია