13 ივლისს კონრად ადენაუერის ფონდის თბილისის ოფისში გაიმართა „მსოფლიო რელიგიათა კლუბის“ სალექციო კურსის საზეიმო დახურვა. მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და გამოვლინდა კურსის ფარგლებში ჩატარებული ესეების კონკურსის სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდნენ ფასიანი პრიზებით.
სრულად ნახვა ...
10 ივნისს, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში გაიმართა მსოფლიო რელიგიათა კლუბის მეთოთხმეტე შეხვედრა. ლექციის თემა იყო ბუდიზმი, სტუმარი – თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და აღმოსავლური რელიგიების მცოდნე, ნინო ქილარჯიანი. მომხსენებელმა მონაწილეებს გააცნო ბუდისტური რელიგიის მოძღვრება, ისტორია, რიტუალები და ბუდისტი ადამიანის ცხოვრების წესი.
სრულად ნახვა ...