პროექტის: "სოფლის თემების ჩართულობა და მდგრადი განვითარება საქართველოში"- ფარგლებში, ჯგუფის მიერ მოსახლეობის ჩართულობით ადგილობრივი პრობლემის გამოვლენა და ანალიზი, პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ თვალსაზრისით, სოფელ დილისკაში მოპირკეთდა სპორტული დარბაზი... პროექტი დაფინანსებულია "Bread for the World"-ის მიერ.

სრულად ნახვა ...

სოფლის განვითარების ცენტრის მშენებლობა სოფელ რიკეთში! ამ პროექტის განხორციელების შედეგად მოსახლეობა, შეძლებს სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს თვითმმართველობის ყველა და ცენტრალური ხელისუფლების მრავალი მოთხოვნადი მომსახურება შემდეგ სფეროებში: სოციალური დახმარებები, მიწის რეგისტრაცია, პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღება, სასოფლო-სამეურნეო კონსულტაცია, შეძლებს კომუნალური გადასახადების ელექტრონულად გადახდას და სხვ.

სრულად ნახვა ...

2021 წლის 1 ოქტომბრიდან 2022 წლის 1 აპრილის ჩათვლით, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი Black Sea Trust for Regional Cooperation-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - მობილური ჯგუფები ვაქცინაციისთვის (Mobile booths for vaccination), მარნეულის, ახალციხისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

სრულად ნახვა ...

 კავკასიური ინსტიტუტი გთავაზობთ საზაფხულო ლექციების და დისკუსიების კურსს: "ლიბერალიზმი და მისი კონკურენტები - რაზე კამათობენ თანამედროვე სამყაროში?" ექვს კვირიანი კურსის ფარგლებში მონაწილეები გაერკვევიან ლიბერალიზმის ძირითად იდეებს. კურსის ფორმატით გათვალისწინებულია როგორც ინტერაქციული ლექციები, ასევე დებატები.

სრულად ნახვა ...

კავკასიური ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას მკვლევარის პოზიციაზე. შერჩეული მკვლევარი პასუხისმგებელი იქნება, მოახდინოს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მონიტორინგი გარკვეული თემატიკის ირგვლივ (შარლ მიშელის ხელშეკრულების იმპლემენტაცია და ამასთან დაკავშირებული მოვლენები და პოლიტიკური დისკუსია) და ამის საფუძველზე მოამზადოს პერიოდული ანალიტიკური ანგარიშები. სამუშაოს დაწყების თარიღია 20 ივნისი. ხანგრძლივობა: 4 თვე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 13 ივნისი. დეტალური აღწერისთვის, გთხოვთ, იხილოთ სრული განაცხადი: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=306912

სრულად ნახვა ...

გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია