18 ივნისს დემოკრატ მესხთა კავშირის საკონფერენციო დარბაზში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე, წაიკითხავს სემინარს თემაზე: ისლამი ➡ ღონისძიება იგეგმება პროექტ „მრავალფეროვნების პლურალიზმის და რელიგიური ტოლერანტობის სალექციო კურსი სამცხე–ჯავახეთში და აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი CIPDD ➡ პროექტის ფინანსური მხარდამჭერი US Embassy Tbilisi, Georgia ❖ დემოკრატ მესხთა კავშირი, UDM

სრულად ნახვა ...

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით, ზუგდიდსა და ბათუმში,13-14 ივნისს, გაიმართა დისკუსია თემაზე: „ეკლესია და პოლიტიკა“. ზუგდიდში დისკუსია ჩატარდა ასოციაცია „დეას“ ოფისში, ხოლო ბათუმში-დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. მომხსენებლები: (ლევან სუთიძე-„ტაბულას“ ჟურნალისტი და რელიგიის მიმომხილველი, გია ნოდია - მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე). მომხსენებლებმა  და დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს  იმაზე , უნდა იყოს თუ არა ეკლესია პოლიტიკური მოთამაშე და როგორია რელობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 

 

სრულად ნახვა ...

20 და 27 მაისს, პროექტის – “სალექციო კურსი მსოფლიო რელიგიების და კულტურის შესახებ“ მეშვიდე და მერვე ლექცია დაეთმო შორეული აღმოსავლეთის რელიგიებს. ინდუიზმის და ბუდიზმის შესახებ სასაუბროდ, კავკასიური ინსტიტუტის მოწვევით, მომხსენებელი იყო თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, სანსკრიტოლოგი ნინო ქილარჯიანი.

სრულად ნახვა ...

6 ივნისს, „მსოფლიო რელიგიათა კლუბის“ სტუმარი იყო საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, ქალბატონი რუსუდან გოცირიძე. მომხსენებელმა გააცნო დამსწრე საზოგადოებას პროტესტანტიზმის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხები. პროტესტანტიზმი (ლათ. protestans, ნათესაობითი ბრუნვა protestantis - ის, ვინც საჯაროდ ამტკიცებს) — ქრისტიანობის სამი მთავარი განშტოებიდან ერთ-ერთია და წარმოადგენს რამდენიმე მსხვილი მიმდინარეობის და ბევრი დამოუკიდებელი ეკლესიის ერთობლიობას, რომლებიც წარმოშობით დაკავშირებულნი არიან ანტიკათოლიკურ, შუა საუკუნეებიის ეკლესიის ევროპულ რეფორმაციასთან, რომლის ძირითადი სულისჩამდგმელები ინგლისელი ჯონ უიკლიფი (1320-1384), ჩეხი იან ჰუსი (1369-1415) და გერმანელი ბერი მარტინ ლუთერი (1483-1546) იყვნენ.

 

სრულად ნახვა ...

28 მაისს, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით, პროექტი "პლურალიზმის, მრავალფეროვნების და რელიგიური ტოლერანტობის სალექციო კურსის" ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთის სტუდენტებისთვის მოეწყო მრავალფეროვნების ტური. ➡ სალექციო კურსის მონაწილეები სოფელ გორელოვკას ესტუმრნენ და მასში მცხოვრები დუხაბორების უძველესი სახლები, სალოცავები და ლიდერთა განსასვენებლები მოინახულეს.

სრულად ნახვა ...

გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

                 

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია