23 აპრილს კავკასიურ ინსტიტუტში მეორე ტრენინგი ჩატარდა საინიციატივო ჯგუფებისთვის. დავით ლოსაბერიძემ მონაწილეებს გააცნო ადგილობრივი თვითმმართველობის მიზნები, პრინციპები და განვითარების პროცესი. ასევე ისაუბრა მოქალაქეთა მონაწილეობის ახალ ფორმებზე. ტრენინგი ჩატარდა პროექტის "ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისთვის" ფარგლებში.  

სრულად ნახვა ...

15 აპრილს ჩატარდა მსოფლიო რელიგიების და კულტურის შესახებ სალექციო კურსის მეოთხე შეხვედრა. ლექციის თემა იყო „კულტურული პარადიგმის ცვლილება საქართველოში“, სტუმარი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია.

სრულად ნახვა ...

პროექტის "ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისთვის"- ფარგლებში, მოწვეულმა ტრენერმა სულხან სალაძემ, ოთხი მუნიციპალიტეტის: ადიგენის, გარდაბნის, დმანისის და თეთრიწყაროს საინიციატივო ჯგუფების წევრებს, გააცნო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციასა და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. 23 აპრილს ჩატარდება მეორე ტრენინგი, რომელიც თვითმმართველობის საკითხებს მიეძღვნება.

სრულად ნახვა ...

6 აპრილს, მსოფლიო რელიგიათა კლუბის მეხუთე შეხვედრის თემა იყო შინტოიზმი, მომხსენებელი - აღმოსავლური რელიგიების მცოდნე, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, ნინი ქილარჯიანი.

სრულად ნახვა ...

თუ ხართ 16–დან 30 წლამდე ახალგაზრდა და ცხოვრობთ გორში, გიწვევთ რელიგიის ისტორიისა და კულტურის სალექციო კურსზე! კურსის მონაწილეებს ხუთი თვის განმავლობაში საშუალება ექნებათ გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ რელიგიების – იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი – ძირითად არსს და ისტორიას, დაესწრებიან შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ლექციებს და შეხვდებიან ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგენლებს.

სრულად ნახვა ...

გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია