დაპირება, რის შესასრულებლადაც ხელისუფლებაში მოსული ქართული ოცნება ყველაზე მეტად ირჯება, „სამართლიანობის აღდგენაა”. მისი ამომრჩეველიც, როგორც ჩანს, ამას ელის განსაკუთრებული ენთუზიაზმით.სწორედ ეს პრიორიტეტი იწვევს ყველაზე მეტ შეშფოთებას „მეოცნებეთა” რიგებს გარეთ. ვგულისხმობ არამხოლოდ ყოფილი ჩინოსნებს, ვისაც შეიძლება პიროვნული მიზეზი ჰქონდეთ სანერვიულოდ.
სრულად ნახვა ...
ვარდების რევოლუციის შემდეგ, ისევე როგორც ამ დღეებში, ძალიან ბევრ ჟურნალისტს ვესაუბრებოდი. მახსოვს როიტერის კორესპონდენტის შეკითხვა: რას ფიქრობთ, მომავალში რა იქნება სააკაშვილის წარმატების საუკეთესო მაჩვენებელი? რის მიხედვით ვიტყვით, რომ ვარდების რევოლუციამ რეალური პროგრესი მოიტანა? მაშინ ასე ვუპასუხე: ინდიკატორი იქნება ის მომენტი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მშვიდად და პირზე ღიმილით გადასცემს ძალაუფლებას თავის მემკვიდრეს.
სრულად ნახვა ...
|
გამოცემები ...
|