ძირითადი შეკითხვა, რაც ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ გააჩინა, იმას ეხება, არის თუ არა ის რუსეთის კაცი. საკითხის ასე დაყენება სრულიად მართებულია: მისი ბიოგრაფიაც და რუსეთ-საქართველოს უახლესი ისტორიაც ნამდვილად იძლევა ასეთი ვარაუდის საფუძველს. ეს კი, ცხადია, გავლენას მოახდენს ჩვენს დამოკიდებულებაზე ამ პერსონაჟისადმი.
სრულად ნახვა ...
დღევანდელი პირობების გათვალისწინებით, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთვის ორივე ძირითადი სისტემა ცუდია: მაჟორიტარულიც და პროპორციულიც. მაგრამ ის, რაც ახლა გვაქვს – მათი კომბინაცია – ამ ორივეზე უარესია. მოლაპარაკების ორივე მხარე, ისევ რაიმე სახის კომბინირებულ ვარიანტს უჭერს მხარს, ასე რომ, გაუმჯობესებას არც ერთ შემთხვევაში არ ველი.
საქართველო დღეს არ არის სრულყოფილი დემოკრატია: მას ხშირად უწოდებენ "ჰიბრიდულ რეჟიმს” ანუ ნახევრად დემოკრატიას თუ ნახევრად ავტოკრატიას (ტერმინის არჩევა თითოეულის განწყობასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული). ამის მიზეზი ორია: ერთია კონსტიტუციური წყობა, მეორე - პოლიტიკური კულტურა ან საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარების არსებული დონე.
სრულად ნახვა ...
მე საბჭოთა კავშირიდან ვარ. 37-ისა ვიყავი, როცა ეს ქვეყანა საბოლოოდ ჩაბარდა ისტორიას. ამ ასაკში უკვე ხარ ის, რაც ხარ და პიროვნების არსებითად შეცვლა ძნელია.
სრულად ნახვა ...
დემოკრატიის ბედზე გულწრფელად მოფიქრალი ბევრი ადამიანი მითების ტყვეობაშია და სასურველი პოლიტიკური სისტემის ბუნებაზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. ერთ-ერთ ასეთ წარმოდგენას ვუწოდებდი "ჰეგემონურ დემოკრატიზაციას”, ან "კეთილი დე მოკრატი მეფის” მითს
სრულად ნახვა ...
|
გამოცემები ...
|