ანუ პოლიტიკური რომანტიზმის დასასრული საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ცხრა წელი გმირულ-რომანტიკულ ჟანრს განეკუთვნება. ეს ეხება არა მხოლოდ სტილს, რომელიც ბოლომდე ვარდების რევოლუციის ესთეტიკამ განსაზღვრა, არამედ პოლიტიკური ქმედების შინაარსსაც, რომელიც დიდი იდეებით და მიზნებით იყო შთაგონებული. კი, მასობრივი პიარის დონეზე საკმაოდ პროზაული რამეები გვესმოდა: როგორ შემოიყვანა მთავრობამ ჯერ ყვითელი ავტობუსები, მერე კი ტრაქტორები, გაზარდა პენსიები და ა.შ.
სრულად ნახვა ...
ევროკავშირის ვილნიუსის სამიტი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა გამოდგა, ვიდრე თუნდაც ორი თვის წინ გვეგონა. ჯერ სომხეთის, განსაკუთრებით კი უკრაინის გადაწყვეტილებამ, უარი ეთქვათ ევროპასთან ასოცირების კურსზე და უპირატესობა რუსეთის ვექტორისთვის მიენიჭებინათ, ვითარებას სულ სხვა დრამატიზმი შესძინა. სამიტი იქცა კრიტიკულ გზაჯვარედინად, სადაც ქვეყნები ისტორიული მნიშვნელობის მქონე არჩევანის წინაშე დადგნენ.
სრულად ნახვა ...
|
გამოცემები ...
|