მედია სივრცის პლურალიზმის პრობლემები საქართველოში
2008 წ. 18 ნოემბერს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით შედგა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა იმსჯელეს საქართველოს სატელევიზიო მედია სივრცეში არსებული პრობლემების შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში პლურალისტული სატელევიზიო მედია სივრცე შეზღუდულია, ჟურნალისტების პროფესიული და ეთიკური სტანდარტები არ არსებობს, ხოლო თავისუფალი და კონკურეტნული სატელევიზიო მედია სივრცის ჩამოყალიბებას ხელს უშლის ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლების დაბალი ხარისხი და მკაცრი რეგულირების შესაძლებლობა. მედიასთან დაკავშირებული პრობლემის უკეთესად შესწავლის მიზნით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს მოსაზრებას, რომ შემუშავდეს დოკუმენტი - პოლიტიკის ანგარიში, რომლის საფუძველზეც სამოქალაქო საზოგადოება შეძლებს კონკურენტული და თავისუფალი მედიის ჩამოყალიბების ხელშეწყობას. პოლიტიკის ანგარიში მედია სივრცის პლურალიზმის პრობლემები საქართველოში(ავტორი - მალხაზ სალდაძე), მედიის საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ გამოხატული ინტერესის საფუძველზე მომზადდა. ნაშრომში გამოკვლეული არის სატელევიზიო მედია სივრცეში არსებული პრობლემები, მათი გამომწვევი მიზეზები, შესწავლილია სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები აღნიშნული პრობლემების გადასაწყვეტად. ნაშრომის დასკვნით ნაწილში მოცემულია იმ რეკომენდაციების ჩამონათვალი, რომელთა შესრულებით საზოგადოებრივ ორგანიზაცებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა ხელი შეუწყოს მედიის თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესებას. 2008
ინსტიტუტის სხვა გამოცემები შესაბამის თემაზე მედია (ზე)მოქმედებაში 2008 გაზეთები დედაქალაქის გარეთ 2007 საქართველოს რეგიონული მედია-რუკა 2005 მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა 2004
|