კავკასიური ინსტიტუტის და საია-ს ერთობლივი პროექტის "ევროკავშირს და საქართველოს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა" ფარგლებში 28-29 ივლისს კაჭრეთში ჩატარდა სემინარი "არქიტექტურა და ქალაქმშენებლობა: მშენებლობის წარმოება და ორგანიზაცია".

სრულად ნახვა ...

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის და  სამხრეთ კავკასიის ოფისის  პროექტის „მსოფლიო რელიგიათა კლუბის“ მესამე სეზონი დამთავრდა. კურსის მონაწილეებს საშუალება  ქონდათ გაცნობოდნენ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი და ა.შ) ძირითად არსს და ისტორიას, მოისმინეს შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ლექციები და შეხვდნენ სხვადასხვა   რელიგიის წარმომადგენლებს.

სრულად ნახვა ...

30 ივნისს, 10:30 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა კვლევის “მუშაობის ნებართვა და შრომის ინსპექცია: გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი” პრეზენტაცია. კვლევის ავტორია პოლონელი ექსპერტი - პიოტრ კაზმიერკევიჩი. იგი ჩატარდა პროექტის “საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა” ფარგლებში. 

სრულად ნახვა ...

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ივლისის თვეში პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება, სადაც სხვა საკითხების განხილვასთან ერთად, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდება.

                                                  http://www.shenmartav.ge/ 

 მეც ვულოცავ ყველას ასოცირების ხელშეკრულებას. ასეთ დროს ალბათ მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ, ვის რა დამსახურება მიუძღვის იმაში, რომ გუშინდელ დღემდე მივედით. სულხან საბას და ილია ჭავჭავაძეს არ ვგულისხმობ, ბოლო პერიოდის ლიდერებზე შევჩერდები. ედუარდ შევარდნაძეს დამსახურებაა, ჯერ ერთი, ის, რომ პროდასავლური ორიენტაცია, მართალია დაგვიანებით, მაინც გამოაცხადა ქვეყნის მაგისტრალურ პოლიტიკურ ხაზად და რაღაც ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით.

სრულად ნახვა ...

გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია