ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას: -"სარწყავი სისტემის აღდგენა ახალციხის მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში"- იაპონიის საელჩოს და კავკასიურ ინსტიტუტს შორის!

 

სრულად ნახვა ...

კავკასიური ინსტიტუტი 25 წლის გახდა! ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად ჩვენი ძველი თანამშრომლები, პარტნიორები და დონორები მოვიწვიეთ. საღამომ მხიარულ და ოდნავ სენტიმენტალურ გარემოში ჩაიარა.კავკასიურ ინსტიტუტს, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მდგრად და ღვაწლმოსილ ორგანიზაციას, წარმატებას ვუსურვებთ!

სრულად ნახვა ...

16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშიროსო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ “ტოლერანტობის ქომაგის” წოდებით დააჯილდობა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი პროექტისათვის “მსოფლიო რელიგიების კლუბი”. პროექტის გუნდს გვეამაყება ეს ჯილდო. _- განსაკუთრებით იმიტომ, რომ იგი ჩვენთვის გამორჩეულად საპატიო ადამიანებისგან მივიღეთ. 

სრულად ნახვა ...

ოთხი მუნიციპალიტეტის შვიდი საინიციატივო ჯგუფის (ჭვანა, ცხემლისი, ბეკამი, ქვეში, დისველი, ღრელი, ცივაძეები) წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კავკასიური ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში, რომელიც სამოქალაქო მონაწილეობის შესაძლებლობის გაცნობას დაეთმო. შეხვედრა მოეწყო ორგანიზაცია "პური მსოფლიოსთვის" დაფინანსებული პროექტის "ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის" ფარგლებში.

სრულად ნახვა ...

კავკასიური ინსტიტუტი 25 წლისაა!

 

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. ინსტიტუტი დაფუძნდა თბილისში 1992 წელს. CIPDD არის არასამთავრობო და არასამეწარმეო ორგანიზაცია და არ უკავშირდება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. 

სრულად ნახვა ...

გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია