მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით, ზუგდიდსა და ბათუმში,13-14 ივნისს, გაიმართა დისკუსია თემაზე: „ეკლესია და პოლიტიკა“. ზუგდიდში დისკუსია ჩატარდა ასოციაცია „დეას“ ოფისში, ხოლო ბათუმში-დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. მომხსენებლები: (ლევან სუთიძე-„ტაბულას“ ჟურნალისტი და რელიგიის მიმომხილველი, გია ნოდია - მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე). მომხსენებლებმა და დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს იმაზე , უნდა იყოს თუ არა ეკლესია პოლიტიკური მოთამაშე და როგორია რელობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 

სრულად ნახვა ...

20 და 27 მაისს, პროექტის – “სალექციო კურსი მსოფლიო რელიგიების და კულტურის შესახებ“ მეშვიდე და მერვე ლექცია დაეთმო შორეული აღმოსავლეთის რელიგიებს. ინდუიზმის და ბუდიზმის შესახებ სასაუბროდ, კავკასიური ინსტიტუტის მოწვევით, პროექტის სტუმარი და მომხსენებლი იყო თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, სანსკრიტოლოგი ნინო ქილარჯიანი. პროექტი უკვე მესამე თვეა მიმდინარეობს, კონრად ადენაუერის ფონდთან, „თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისთვის“ და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან პარტნიორობით.

სრულად ნახვა ...

6 ივნისს, „მსოფლიო რელიგიათა კლუბის“ სტუმარი იყო საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, ქალბატონი რუსუდან გოცირიძე. მომხსენებელმა გააცნო დამსწრე საზოგადოებას პროტესტანტიზმის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხები.
პროტესტანტიზმი (ლათ. protestans, ნათესაობითი ბრუნვა protestantis - ის, ვინც საჯაროდ ამტკიცებს) — ქრისტიანობის სამი მთავარი განშტოებიდან ერთ-ერთია და წარმოადგენს რამდენიმე მსხვილი მიმდინარეობის და ბევრი დამოუკიდებელი ეკლესიის ერთობლიობას, რომლებიც წარმოშობით დაკავშირებულნი არიან ანტიკათოლიკურ, შუა საუკუნეებიის ეკლესიის ევროპულ რეფორმაციასთან, რომლის ძირითადი სულისჩამდგმელები ინგლისელი ჯონ უიკლიფი (1320-1384), ჩეხი იან ჰუსი (1369-1415) და გერმანელი ბერი მარტინ ლუთერი (1483-1546) იყვნენ.  

სრულად ნახვა ...

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს! ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს.კავკასიური ინსტიტუტი ულოცავს ყველას ამ მნიშვნელოვან თარიღს და საქართველოს წინსვლას და განვითარებას უსურვებს!

სრულად ნახვა ...

18 მაისს, „მსოფლიო რელიგიათა კლუბის“ ფარგლებში შედგა "რელიგიის ისტორიისა და კულტურის" სალექციო კურსის - ქრისტიანობის გაცნობა. პროექტს ანხორციელებს:კონრად ადენაუერის ფოდნის რეგიონული პროგრამა „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“, "მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსიტუტი" და "თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის". პროექტის მონაწილეებისთვის კათოლიციზმის არსის შესახებ ისაუბრა თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა, თეოლოგმა მერაბ ღაღანიძემ.

სრულად ნახვა ...

გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია