ძვირფასო მეგობრებო, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა განაახლა ვებ-გვერდი www.ShenMartav.ge. ვებ-გვერდის საშუალებით შევეცადეთ შეგვექმნა ერთიანი დამოუკიდებელი ინტერნეტ-სივრცე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს თვალი ადევნონ არჩეული დეპუტატის საპარლამენტო მოღვაწეობას, წერილობით დაუსვან მნიშვნელოვანი კითხვა პარლამენტის წევრებს. პასუხები განთავსდება ვებ–გვერდზე და შესაბამისად ფეისბუქზე.
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი მხარს უჭერს უკრაინის ევროპულ არჩევანს. საქართველოს და უკრაინის სოლიდარობას დიდი ხნის ისტორია აქვს. დღესაც, უკრაინას სჭირდება სოლიდარობა ჩვენგან თუ სხვა ქვეყნებისგან. ჩვენი კონკრეტული ინტერესები ევროინტეგრაციის კუთხით ერთმანეთს უკავშირდება, ამიტომ სწორია და საჭირო უკრაინის ევროპულ არჩევანს მხარი დავუჭიროთ- განაცხადა კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარემ.