მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. ინსტიტუტი დაფუძნდა თბილისში 1992 წელს. CIPDD არის არასამთავრობო და არასამეწარმეო ორგანიზაცია და არ უკავშირდება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მაგრამ ის არ არის ნეიტრალური, პოლიტიკური ღირებულებების თვალსაზრისით. საჭიროების შემთხვევაში ის მონაწილეობს ლიბერალური დემოკრატიის მხარდამჭერ სამოქალაქო ინიციატივებში.

სრულად ნახვა ...

მსოფლიო რელიგიების კლუბი ახალციხეში განახლდა!მონაწილეებმა ახალციხიდან და ახალქალაქიდან მოისმინეს ლექცია იუდაიზმის შესახებ. მომხსენებლები:მერაბ ღაღანიძე, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და ქეთი კაკიტელაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

სრულად ნახვა ...

მსოფლიო რელიგიების კლუბი, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამა „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ უკვე მეცხრედ აცხადებს მსოფლიო რელიგიების კლუბში მისაღებ კონკურსს! 2020 წელს კლუბის ლექციები ახალციხესა და ახალქალაქში ჩატარდება!

სრულად ნახვა ...

5 თებერვალს , სასტუმრო "WYNDHAM GRAND TBILSI"-ში , კავკასიური ინსტიტუტის და ახალგაზრდა იურისტთა ინიციატივით  შედგა პროექტის "ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისათვის" კვლევის ანგარიშის წარდგენა. მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის საჭიროებების გაცნობა. გაიმართა დისკუსია

სრულად ნახვა ...

“ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა ღვაწლი საქართველოს ისტორიაში” მასწავლებლებისთვის შექმნილი გზამკვლევია, რომელშიც თავმოყრილია ფაქტობრივი და ვიზუალური ინფორმაცია ებრაული, სომხური, კათოლიკური და მუსლიმი თემის წარმომადგენელთა მიერ ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ. დამხმარე სახელმძღვანელო შეიქმნა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა(CIPDD) და ღია საზოგადოების ფონდის(OSGF) ერთობლივი პროექტის – “ავარელი და ქართველი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაცია”, ფარგლებში.

სრულად ნახვა ...

 1  | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | შემდეგი | ბოლო
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია