საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პერსპექტივები

Uncategorized | March, 09 2012 | Add Comment

წარმოდგენილ განაცხადში მიმოხილულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში. ნაშრომში შეფასებულია საქართველოსთან ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გრძელვადიანი პერსპექტივები, ვიზების გამარტივების და რეადმისიის ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებ, რომლის საფუძველზეც უახლოეს მომავალში, საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირში თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა შეიძება გაუჩნდეს.

Read More »

ევროკავშირმა საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო

Uncategorized | December, 05 2011 | Add Comment

2011 წლის 5 დეკემბერს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან კომპონენტს.

მოლაპარაკებები წარიმართება ვაჭრობისა და ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრზე, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა ეკონომიკურ ინტეგრაციას.

ევროკავშირის გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე განპირობებულია აღნიშნული პროცესის დასაწყებად საჭირო შესაბამისი რეფორმებისა და პირობების განხორციელებაში საქართველოს მიერ მიღწეული სათანადო პროგრესით.

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის კარელ დე გუხტის განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა ხელს შეუწყობს საქართველოს გახდეს უფრო კონკურეტუნარიანი და შეეძლოს ევროკავშირის შიდა ბაზრით სარგებლობა.

ევროკავშირის განცხადება ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

2011 წლის 5 დეკემბერი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

წყარო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

Read More »

ლიტვამ საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფი შემოიკრიბა

Uncategorized | November, 18 2011 | Add Comment

ლიტვამ საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფი შემოიკრიბა და სწორედ ამ ქვეყნის თაოსნობით მოეწერა ხელი 14 ნოემბერს ახალ ინიციატივას, საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სხდომის ფარგლებში. ახალი ევროპის რვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საჭიროდ მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო დაუახლოვდეს საქართველოს.

Read More »

ჩეხეთის რესპუბლიკის სავიზო რეგისტრაციის ახალი ონლაინ სისტემა

Uncategorized | November, 18 2011 | Add Comment

ჩეხეთის რესპუბლიკის გრძელვადიანი ვიზის მიღების მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია ახალ სისტემაში “VISAPOINT“.  რეგისტრაცია აუცილებელია 90ზე მეტი დღიანი ვიზის და ჩეხეთის რესპუბლიკაში ბინადრობის მოწმობის აღების მსურველებისთვის.  აღნიშნული საიტის საშუალებით შესაძლებელია მხოლოდ საკონსულოში აპლიკაციის შეტანის თარიღის შეთანხმება და არა აპლიკაციის ატვირთვა.

წყარო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

Read More »

კეტრინ ეშტონი თბილისში

Uncategorized | November, 18 2011 | Add Comment

უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კეტრინ ეშტონი, სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში, თბილისში 16 ნოემბერს ბაქოდან ჩამოვიდა, ხოლო 17 ნოემბერს ერევანს ესტუმრება. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ ის მოსკოვში გაემგზავრა, სადაც 17-18 ნოემბერს ევროკავშირ-რუსეთის პარტნიორობის მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა გაიმართება.

ჯერ ისევ უცნობია კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიწყებს ევროკავშირი მოლაპარაკებებს საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარშემო. თუმცა, როგორც უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კეტრინ ეშტონი აღნიშნავს, ამ მიმართულებით პროგრესი მოსალოდნელია რამდენიმე კვირაში. სწორედ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივები  იყო 16 ნოემბერს პრეზიდენტის სასახლეში გამართული ერთობლივი პრესბრიფინგის ერთ-ერთი მთავარი თემა.

პრესბრიფინგის კიდევ ერთი მთავარი თემა ვიზების ლიბერალიზაციის პერსპექტივა იყო. ვიზებზე კეტრინ ეშტონმა აღნიშნა, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე შედგება ტექნიკური განხილვის პროცესი, ხოლო ამის შემდეგ რამდენიმე თვეში მოსალოდნელია ”აშკარა პროგრესი”. თუმცა დეტალებს, თუ რა და როგორ არის მოსალოდნელი, ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი არ აკონკრეტებს. აქვე ვთქვათ, რომ მედიის წარმომადგენლებს მისთვის შეკითხვების დასმის საშუალება არ მოგვეცა.

წყარო რადიო თავისუფლება

Read More »

შენგენის “ც” კატეგორიის ვიზა თბილისში, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში გაიცემა

Uncategorized | September, 26 2011 | Comments Off

საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობის უფლების მქონე სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ავსტრიაში შემავალი შენგენის “ც” კატეგორიის ვიზა თბილისში , შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში გაიცემა. შენგენის “ც” კატეგორიის ვიზის, 90-დღიანი შესვლის უფლების გაცემა პირველი ოქტომბირდან დაიწყება.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

დავით ჯალაღანიას განცხადებით, აქამდე ეს შეუძლებელი იყო საქართველოში შვეიცარიის საელჩოს საშუალებით და აღნიშნული ვიზის გაცემის შესაძლებლობა შვეიცარიის საელჩომ შეითავსა. “აქამდე მოქალაქეებს ბაქოში ან კიევში ავსტრიის საელჩოში უწევდათ მიმართვა”, – განაცხადა დავით ჯალაღანიამ.

რაც შეეხება “დ” კატეგორიის, ანუ უშუალოდ ავსტრიის ვიზის მოპოვებას, ეს ბაქოში, ავსტრიის საელჩოში იქნება შესაძლებელი.

წყარო: IPN

Read More »

სემინარი: სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია – მაკედონური გამოცდილების გაზიარება

Uncategorized | September, 12 2011 | Add Comment

9 სექტემბერს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბენ კავკასიურ ინსტიტუტში ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალზიაციის პერსპექტივების განსახილველად.  სემიანრის პირველ ნახევარში მაკედონელმა სტუმრება ჟიდას დასკალოვსკიმ (საჯარო პოლიტიკის სკოლა ‘დედა ტერეზა’) და მარია რისტესკამ (კვლევისა და პოლიტიკის მართვის ცენტრი) ისაუბრეს მაკედონურ გამოცდილებაზე და ‘საგზაო რუკის’ განხორციელების მონიტორინგის მეთოდების შესახებ.

Copyright © 2020 No Visa. All rights reserved.
Design by: Yoshz with webdesign berlin | Bed in a Bag