CIPDD

პროექტი – „ავარელი და ქართველი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერება”– გრძელდება!!!
პროექტის მიზანია ავარული თემის ინტეგრაციის მხარდაჭერა და მათი ხილვადობის გაზრდა ქართულ საზოგადოებაში.ბრიტანულ-ქართულმა აკადემია -მ ჩვენი ახალგაზრდები თავისთან მიიწვია და კამპანიაში “პროგრამირების ერთი საათი” ჩართო. ბავშვები თანატოლებთან ერთად გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, დაესწრნენ მასტერ-კლასს პროგრამირებაში და მრავალ სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებმა, ჩვენი პროექტის მონაწილეები ბევრი და საინტერესო წიგნითაც დაასაჩუქრეს, რომლებიც თანაბრად გადანაწილდა: წიგნების ნაწილი ერგო სოფელ თივის სამკითხველოს, ახალსოფლის ღია ბიბლიოთეკას და სოფელ გავაზის საჯარო სკოლის მოსწვლეებს!

გაზიარება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *