CIPDD

პროექტის სახელწოდება:        მობილური ჯგუფები ვაქცინაციისთვის 
პროექტის შემსრულებელი:     The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development and the Konrad Adenauer-Stiftung's South Caucasus Political Dialogue regional program kick off the new season of the World Religions Club in Akhaltsikhe. First Lecture: The Golden Rule of Religions. Speaker: Theologian Beka Mindiashvili. Our partner in Akhltsikhe is the Union of Democratic Meskhetians. (Union of Democrat Meskhs, UDM)
პროექტის ხანგრძლივობა:      1 ოქტომბერი 2021- 1 აპრილი 2022
.                               შავი ზღვის თანამეგობრობის მხარდაჭერის ფონდი
პროექტის კოორდინატორი:   ფლორა ფაჩულია

პროექტის მიზნები:

* COVID-19 საწინააღმდეგო საქართველოში ხელმისაწვდომი ვაქცინების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
* უსაფუძვლო მითების სამეცნიერო არგუმენტაციით გაბათილება
* დაინტერესებული პირების ვაქცინაციის პორტალზე დარეგისტრირება
* საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციის გავლა
*მსურველთა ადგილზე ასაცრელად სამედიცინო ბრიგადების გაგზავნა
*სამივე რეგიონში, მობილური ჯგუფები შემდგარია ახალგაზრდა მოხალისეებისგან, რომელთაც ადგილობრივი კოორდინატორები უწევენ ხელმძღვანელობას (Hurie Abashidze, Tako Tumanishvili, Kamran Afandiyev).
პირველ რიგში, მათ ჩაუტარდებათ ტრენინგი კოვიდ ვაქცინისა და მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციის ტექნიკებზე.
*ჯგუფები თითოეულ მუნიციპალიტეტის 18 სოფელს (ჯამში 54 სოფელი) მინიმუმ ერთი დღით ესტუმრებიან.
* ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში პრიორიტეტი მიენიჭება იმ სოფლებს, სადაც კომპაქტურად არიან ჩასახლებული ეთნიკურად სომხური ან აზერბაიჯანელი მოსახლეობა და, ენობრივი ბარიერის გამო, კიდევ უფრო ნელა ვრცელდება ინფორმაცია.
*მოხალისეები თითოეულ სოფელში გაშლიან კარავს, ყველა მსურველს მოიწვევენ სასაუბროდ, უპასუხებენ მათ შეკითხვებს და გადასცემენ საინფორმაციო ბროშურას (შესაბამის ენაზე), რომელიც პროექტის ფარგლებში დამზადდა. გაუმასპინძლდებიან ცხელი ჩაით და ყავით *სამივე მუნიციპალიტეტში, ასევე, შედგება საინფორმაციო შეხვედრები მასწავლებლებთან, რომელიც მიმართული იქნება: – ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე; – მასწავლებლების მოსწავლეებთან ამ თემაზე სწორი კომუნიკაციის ტექნიკებზე. აცრილ ან დარეგისტრირებულ მასწავლებლებს შორის ასევე გაიმართება წამახალისებელი ლატარია, თითოეულ მუნიციპალიტეტში ერთი მასწავლებელი მიიღებს წიგნის მაღაზიის ვაუჩერს.
*პროექტის დასასრულს, მოხალისეები მონაწილეობას მიიღებენ შემაჯამებელი შეფასების სემინარზე თბილისში, სადაც ერთმანეთს მიღებულ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ. მათ მოსაზრებებზე დაყრდნობით შეიქმნება მცირე დოკუმენტი, რომელიც მიმოხილავს ვაქცინაციის პოპულარიზაციის შესაძლო სტრატეგიას.

share

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *