CIPDD

From October 1, 2021 to April 1, 2022, the Caucasus Institute for Peace, Democracy and Development, with the support of the Black Sea Trust for Regional Cooperation, is implementing a project - Mobile booths for vaccination in Marneuli, Akhaltsikhe and Khulo municipalities. Black Sea Trust for Regional Cooperatio.

პროექტის მიზნები:

* COVID-19 საწინააღმდეგო საქართველოში ხელმისაწვდომი ვაქცინების შესახებ ინფორმაციის გავრცელება 
* უსაფუძვლო მითების სამეცნიერო არგუმენტაციით გაბათილება 
* დაინტერესებული პირების ვაქცინაციის პორტალზე დარეგისტრირება 
* საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციის გავლა 
*მსურველთა ადგილზე ასაცრელად სამედიცინო ბრიგადების გაგზავნა 
*სამივე რეგიონში, მობილური ჯგუფები შემდგარია ახალგაზრდა მოხალისეებისგან, რომელთაც ადგილობრივი კოორდინატორები უწევენ ხელმძღვანელობას (Hurie Abashidze, Tako Tumanishvili, Kamran Afandiyev). პირველ რიგში, მათ ჩაუტარდებათ ტრენინგი კოვიდ ვაქცინისა და მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციის ტექნიკებზე.
*ჯგუფები თითოეულ მუნიციპალიტეტის 18 სოფელს (ჯამში 54 სოფელი) მინიმუმ ერთი დღით ესტუმრებიან.
*  ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში პრიორიტეტი მიენიჭება იმ სოფლებს, სადაც კომპაქტურად არიან ჩასახლებული ეთნიკურად  სომხური ან აზერბაიჯანელი მოსახლეობა და, ენობრივი ბარიერის გამო, კიდევ უფრო ნელა ვრცელდება ინფორმაცია.
*მოხალისეები თითოეულ სოფელში გაშლიან კარავს, ყველა მსურველს მოიწვევენ სასაუბროდ, უპასუხებენ მათ შეკითხვებს და გადასცემენ საინფორმაციო ბროშურას (შესაბამის ენაზე), რომელიც პროექტის ფარგლებში დამზადდა. გაუმასპინძლდებიან ცხელი ჩაით და ყავით 
*სამივე მუნიციპალიტეტში, ასევე, შედგება საინფორმაციო შეხვედრები მასწავლებლებთან, რომელიც მიმართული იქნება: – ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე; – მასწავლებლების მოსწავლეებთან ამ თემაზე სწორი კომუნიკაციის ტექნიკებზე. აცრილ ან დარეგისტრირებულ მასწავლებლებს შორის ასევე გაიმართება წამახალისებელი ლატარია, თითოეულ მუნიციპალიტეტში ერთი მასწავლებელი მიიღებს წიგნის მაღაზიის ვაუჩერს. 
*პროექტის დასასრულს, მოხალისეები მონაწილეობას მიიღებენ შემაჯამებელი შეფასების სემინარზე თბილისში, სადაც ერთმანეთს მიღებულ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ. მათ მოსაზრებებზე დაყრდნობით შეიქმნება მცირე დოკუმენტი, რომელიც მიმოხილავს ვაქცინაციის პოპულარიზაციის შესაძლო სტრატეგიას.

share

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *