.After August 2008: consequences of the Russian-Georgian war
Date: 2008
Title: After August 2008: consequences of the Russian-Georgian war
Authors: independent experts and analysts of the CIPDD, Caucasus Environmental NGO Network (CENN) and BTKK – Policy Research Group
Donor and project: The paper was published with the financial support of the Think Tank Fund of the Open Society Institute – Budapest.
Languages: English, Georgian 2006
. A society Free of Corruption: Which Way to Choose?
. დავით ლოსაბერიძე, კობა კიკაბიძე
პროექტი და დონორი: გამოცემა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით (დემოკრატიისა და ადამინის უფლებათა ევროპული ინიციატივის მიკროპროექტების პროგრამა) კორუფციასთან ბრძოლა და მისი პრევენცია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და მოქალაქეთა პოლიტიკური პროცესის გააქტიურების მეშვეობით”
. ქართული, ინგლისური
.: 75 (ინგლისური ), 89 (ქართული)
© მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითრების კავკასიური ინსტიტუტი
© პარტნიორები-საქართველო
აღწერა
ბოლო წლებში, კორუფციის პრობლემამ პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა შეიძინა, ხოლო მის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების მიღების აუცილებლობა სულ უფრო თვალნათელია.
კორუფცია სახელმწიფოს და საზოგადოების განვითერბის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სახიტ და სიმძიმით ვლინდება და შესაბამისად, კორუფციასთან გამკლავების მრავალი გზა არსებობს, მაგრამ ამ ბრძოლის პროცესში საზოგადოების პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა წარმატების უმნიშვნელოვანესი საწინდარია. ეს განსაკუთრებით მწვავედ იჩენს თავს ე.წ. გარდამავალ საზოგადოებებში, კერძოდ – პოსტკომუნისტურ ქვეყნებში. ვინაიდან საქართველოც ამ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, ძირითადი აქცენტი სწორედ ასეთი ქვეყნებისათვის დამახასიათებელ პრობლემებზე უნდა გაკეთდეს.
ცლილებებისა და კონფლიქტების მართვის ცენტრმა “პარტნიორები – საქართველო” და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით წამოიწყეს ერთობლივი პროექტი, რომლის მთავარი მიზანი იყო ხელი შეეწყოს საქართველოში კორუფციასთან ბრძოლას და მის ეფექტურ პრევენციას, ერთის მხრივ სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევის გაძლიერებისა და მეორეს მხრივ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში რიგირთი მოქალაქეების მონაწილეობის წახალისებით.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა საქართველოში ნაკლებად ცნობილი სახალხო განხილვების მეთოდოლოგიის ტესტირება, ამიტომ პროექტის ავტორები მას პილოტურ პროექტად მიიჩნევენ.
გამოცემაში წარმოდგენილია სახალხო ფორუმების შემაჯამებელი ანგარიში, რომელშიც საბოლოო სახითაა შეჯერებული და გაანალიზებული საქართველოს 8 ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეთა აზრი კორუფციასთან ბრძოლის შესახებ.

