კავკასიური ინსტიტუტი დემოკრატიის კვლევითი ინსტიტუტების ქსელის წევრია (NDRI). NDRI წარმოადგენს იმ ორგანიზაციების ასოციაციას, რომლებიც დემოკრატიის, დემოკრატიზაციის და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებს იკვლევენ. ქსელში გაერთიანებული არიან დამოუკიდებელი ინსტიტუტები, საუნივერსიტეტო კვლევითი ცენტრები და პოლიტიკურ პარტიებთან, პროფკავშირებთან, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველ და სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებული კვლევითი პროგრამები. ქსელი შეიქმნა დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე მკვლევარებსა და აქტივისტებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით და დემოკრატიის კვლევების მრავალფეროვნების შესახებ ინფორმირებულობის ასამაღლებლად. ქსელი ვებგვერდის, ბიულეტენისა და სხვა საშუალებების გამოყენებით ავრცელებს ინფორმაციას წევრი ორგანიზაციების, აგრეთვე მათ მიერ ჩატარებული კვლევების, კონფერენციების, გამოცემების და სხვა საქმიანობების შესახებ.
RES წარმოადგენს წამყვანი აკადემიური ინსტიტუტების, კვლევითი ცენტრების, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გლობალური ინიციატივას. ის გვთავაზობს რუსეთსა და ევრაზიაში უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული კვლევების შედეგებს. RES –ის მისია არის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე პირებისთვის სპეციალიზირებული ინფორმაციის შეგროვება და მიწოდება.
ISN უზრუნველყოფს მაღალხარისხიან და ამომწურავ რესურსებს მსოფლიო მაშტაბით საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის ინფორმაციის მიწოდების და გაზიარების მიზნით. ISN-ის მიზანია, რომ უსაფრთხოების შეცვლილ გარემოში დღეს არსებული სტრატეგიული გამოწვევების უკეთ გააზრებას შეუწყოს ხელი. ISN–ის გუნდი ციურიხში არსებულ უსაფრთხოების კვლევით ცენტრში (CSS) არის დაფუძნებული და მოიცავს ჰუმანიტარული, სოციალური, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ინფორმაციული სფეროების პროფესიონალებს. ჯგუფი მუშაობს კვლევით პროექტებზე, გამოსცემს ანალიტიკურ სტატიებს, ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, და ავითარებს ტექნოლოგიას ინფორმაციის გავრცელებისა და ინტერნეტ სწავლების განვითარებისთვის. ISN –ის ინტერნეტ მომსახურება მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, რომ მოიძიოს და გამოიყონოს ინფორმაცია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.
სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი (CIC) საქართველოში მოქმედი შვიდი წამყვანი საზოგადოებრივი ორგანიზაციის (მათ შორისაა კავკასიური ინსტიტუტი) კოალიციას წარმოადგენს. კოალიცია იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მაკოორდინირებელი ქსელია, რომლებიც მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებით ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებასა და საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას. ამ მიზნის მისაღწევად «სამოქალაქო ინიციატივების ცენტრი” ფართო სპექტრის საქმიანობასა და პროგრამებს ახორციელებს, რითაც ის ღია და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას უზრუნველყოფს. }
2008 წლის დეკემბერში კავკასიური ინსტიტუტი გახდა სივიკუსის – მსოფლიო ალიანსი მოქალაქეთა მონაწილეობისთვის – წევრი.
