მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი 2017 წ. თებერვლიდან მუშაობს ავარული თემის სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით. ინსტიტუტმა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი - „ავარელი და ქართველი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერება”, რომლის მიზანი იყო, ერთი მხრივ, ქართველ და ავარელ ახალგაზრდებს შორის ურთიერთგაუცხოების შემცირება, მეორე მხრივ, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.
სრულად ნახვა ...
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. ინსტიტუტი დაფუძნდა თბილისში 1992 წელს. CIPDD არის არასამთავრობო და არასამეწარმეო ორგანიზაცია და არ უკავშირდება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მაგრამ ის არ არის ნეიტრალური, პოლიტიკური ღირებულებების თვალსაზრისით.
სრულად ნახვა ...
მსოფლიო რელიგიების კლუბის დასკვნით შეხვედრაზე, 20 ივლისს, პროექტის მონაწილეებმა მოისმინეს უაღრესად საინტერესო ორი ლექცია. თემაზე - პოლიტიკა და რელიგია, ისაუბრა თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა თინათინ ქაროსანიძემ; მეორე ლექცია კი, ისლამის შესახებ, წაიკითხა საქართველოში მუსლიმური კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ.
სრულად ნახვა ...
25 ივნისს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს ესტუმრა სტუდენტების ჯგუფი ჩეხეთიდან. Palacky University Olomouc –ის განვითარებისა და გარემოს კვლევების ფაკულტეტის 15 სტუდენტი და მათი სამი ხელმძღვანელი საქართველოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან.
სრულად ნახვა ...
13 ივნისს, ღია საზოგადოების ფონდის ოფისში გაიმართა კავკასიური ინსიტუტის მიერ ჩატარებული კვლევაზე დაფუძნებული ნარკვევის:" ქართველი ავარელები - ჩაკეტილობა განვითარების წინააღმდეგ" პრეზენტაცია. კვლევა ძირითადად მოიცავდა ჩაღრმავებულ ინტერვიუებს სამი ავარული სოფლის და მათი მეზობელი ქართული სოფლის მაცხოვრებლებთან, ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებთან, არასამათავრობო აქტივისტებთან, ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან.
სრულად ნახვა ...
|
გამოცემები ...
|