6 მაისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „მსოფლიო რელიგიების და კულტურის შესახებ" სალექციო კურსის ფარგლებში, ჩატარდა ლექცია იუდაიზმის შესახებ. პროექტს ანხორციელებს:კონრად ადენაუერის ფოდნის რეგიონული პროგრამა „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“, "მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსიტუტი" და "თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის". პროექტის მონაწილეებისთვის იუდაიზმის შესახებ, ისაუბრა ებრაელ ქალთა საბჭოს წარმომადგენელმა, ფონდ "ლეას" დირექტორმა, ქალბატონმა მარინე სოლომონიშვილმა.

სრულად ნახვა ...

13 მაისს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, გაიმართა სასერტიფიკატო კურსის „საბჭოთა წარსულის გაცნობიერება“ პირველი ლექცია.აწმყოში მიმდინარე პროცესები რომ ავხსნათ და მაქსიმალურად დავაზღვიოთ საზოგადოებაცა და საკუთარი თავიც მომავალი შეცდომებისგან, აუცილებელია, რაც შეიძლება საფუძვლიანად შევისწავლოთ და კარგად გავიაზროთ არც თუ ისე შორეული წარსული; ვიცოდეთ, რას წარმოადგენდა სახელმწიფო სახელად "საბჭოთა კავშირი",ამ მიზნით იყო შეკრებილი ასზე მეტი სტუდენტი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.

სრულად ნახვა ...

26 აპრილს, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით, ახალციხეში, გაიმართა დისკუსია თემაზე: „ეკლესია და პოლიტიკა“. დისკუსია ჩატარდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, ”დემოკრატ მესხთა კავშირის“ საკონფერენციო დარბაზში.  

სრულად ნახვა ...

23 აპრილს კავკასიურ ინსტიტუტში მეორე ტრენინგი ჩატარდა საინიციატივო ჯგუფებისთვის. დავით ლოსაბერიძემ მონაწილეებს გააცნო ადგილობრივი თვითმმართველობის მიზნები, პრინციპები და განვითარების პროცესი. ასევე ისაუბრა მოქალაქეთა მონაწილეობის ახალ ფორმებზე. ტრენინგი ჩატარდა პროექტის "ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისთვის" ფარგლებში.

სრულად ნახვა ...

26 აპრილს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, პროექტის - "სალექციო კურსი მსოფლიო რელიგიებისა და კულტურის შესახებ" - ფარგლებში გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, სოფო ზვიადაძის ლექცია თემაზე "პოლიტიკური რელიგია - პოლიტიკა როგორც რელიგია".

სრულად ნახვა ...

გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია