სათემო მობილიზაციის ძალიან კარგი მაგალითი! სოფელი ოლავერდის მაცხოვრებლები კავკასიურ ინსტიტუტთან ერთად მუშაობენ სოფლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემის მოგვარებაზე.  სოფელს არ აქვს სასმელი წყალი!

სრულად ნახვა ...

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების ინსიტუტი აცხადებს უმცროსი მკვლევარის ვაკანსიას ახალგაზრდა პროფესიონალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში. http://www.opensocietyfoundations.org/grants/think-tank-young-professional-development-program-20150505

სრულად ნახვა ...

10 ივნისს, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში გაიმართა მსოფლიო რელიგიათა კლუბის მეთოთხმეტე შეხვედრა. ლექციის თემა იყო ბუდიზმი, სტუმარი – თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და აღმოსავლური რელიგიების მცოდნე, ნინო ქილარჯიანი. მომხსენებელმა მონაწილეებს გააცნო ბუდისტური რელიგიის მოძღვრება, ისტორია, რიტუალები და ბუდისტი ადამიანის ცხოვრების წესი.

სრულად ნახვა ...

15 ივნისი გლოვის დღეა. თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო 15 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. კავკასიური ინსტიტუტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

სრულად ნახვა ...

კავკასიური ინსტიტუტისა და კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით, 7 ივნისს, მსოფლიო რელიგიათა კლუბის ფარგლებში მოეწყო რელიგიური ტური. სალექციო კურსის მონაწილეები სტუმრად იმყოფებოდნენ თბილისის ევანგელურ–ლუთერულ ეკლესიაში, იეზიდურ ტაძარში და კრიშნაიდულ აშრამში.

სრულად ნახვა ...

გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია