საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე ან განხილვად კანონპროექტებზე არ გაქვთ შეკითხვები ან შენიშვნები? შეგახსენებთ, რომ ვებ–გვერდი//www.shenmartav.ge/ გაძლევთ საშუალებას დაუსვათ თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვა თქვენს დეპუტატს. თქვენი შეკითხვა და ასევე დეპუტატის პასუხი გამოქვეყნდება ჩვენს ვებ–გვერდზე.
ძვირფასო მეგობრებო, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა განაახლა ვებ-გვერდი www.ShenMartav.ge. ვებ-გვერდის საშუალებით შევეცადეთ შეგვექმნა ერთიანი დამოუკიდებელი ინტერნეტ-სივრცე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს თვალი ადევნონ არჩეული დეპუტატის საპარლამენტო მოღვაწეობას, წერილობით დაუსვან მნიშვნელოვანი კითხვა პარლამენტის წევრებს. პასუხები განთავსდება ვებ–გვერდზე და შესაბამისად ფეისბუქზე.