‎2011 წლის 4 ნოემბერს, გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: - "მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ეროვნული და რეგიონული გამოწვევების გადალახვა”.

სრულად ნახვა ...

„თუ ეს სამყარო ღმერთმა შექმნა, მისი მთავარი საზრუნავი ნამდვილად არ იქნებოდა ის, რომ ეს ყველაფერი ისე შეექმნა, ჩვენ ის გაგვეგო“. ასე ფიქრობდა ალბერტ აინშტაინი. მაგრამ თუ თქვენ მაინც გაქვთ დიდი სურვილი გაეცნოთ, თუ რას ფიქრობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანები ღმერთზე, ადამიანის დანიშნულებაზე, გაინტერესებთ რა სწამთ და როგორ სწამთ, როგორ უყურებენ სამყაროს არსს, ეწვიეთ „მსოფლიო რელიგიების კლუბს“.

სრულად ნახვა ...

საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის დეკემბრის მიწურულს მიიღო შესწორებები საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელთა ძირითადი აზრია პოლიტიკური სუბიექტების კერძო წყაროებიდან დაფინანსების შეზღუდვა და ამ სფეროში გამჭვირვალობის უფრო ქმედითი მექანიზმების დაწესება. თუმცა ამ ცვლილებების სავარაუდო მოტივი საპარლამენტო უმრავლესობის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესია, რაც ახალი კონკურენტის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის, გამოჩენით აიხსნება, თავისი შინაარსით ასეთი შეზღუდვები შეესაბამება მიღებულ დემოკრატიულ პრაქტიკას და შეიძლება მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ითამაშოს ქართული დემოკრატიული ინსტიტუტების გრძელვადიან განვითარებაში.

სრულად ნახვა ...

2011 წელს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმაევროპული პარტნიორობა დემოკრატიისათვის (EPD)  ფონდის მხარდაჭერით - გამართა ექვსი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს  ხელისუფლების წარმომადგენლებმა,   დამოუკიდებლმა ექსპერტებმა  და  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.

 

 

სრულად ნახვა ...

წინამდებარე ანგარიში ასახავს 2011 წლის  15 დეკემბერს სასტუმრო-"ქორთიარდ მარიოტში" გამოთქმულ მოსაზრებებს.კაჭრეთის დიალოგები წარმოადგენს მრგვალი მაგიდის ფორმატს, რომელიც  ყოველ სამ თვეში ერთხელ იმართება და რომელშიც მონაწილეობას იღებენ , როგორც საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები.

სრულად ნახვა ...

გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია