26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს! ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს.კავკასიური ინსტიტუტი ულოცავს ყველას ამ მნიშვნელოვან თარიღს და საქართველოს წინსვლას და განვითარებას უსურვებს!

სრულად ნახვა ...

18 მაისს, „მსოფლიო რელიგიათა კლუბის“ ფარგლებში შედგა "რელიგიის ისტორიისა და კულტურის" სალექციო კურსის - ქრისტიანობის გაცნობა. პროექტს ანხორციელებს:კონრად ადენაუერის ფოდნის რეგიონული პროგრამა „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“, "მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსიტუტი" და "თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის". პროექტის მონაწილეებისთვის კათოლიციზმის არსის შესახებ ისაუბრა თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა, თეოლოგმა მერაბ ღაღანიძემ.

სრულად ნახვა ...

6 მაისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „მსოფლიო რელიგიების და კულტურის შესახებ" სალექციო კურსის ფარგლებში, ჩატარდა ლექცია იუდაიზმის შესახებ. პროექტს ანხორციელებს:კონრად ადენაუერის ფოდნის რეგიონული პროგრამა „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“, "მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსიტუტი" და "თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის". პროექტის მონაწილეებისთვის იუდაიზმის შესახებ, ისაუბრა ებრაელ ქალთა საბჭოს წარმომადგენელმა, ფონდ "ლეას" დირექტორმა, ქალბატონმა მარინე სოლომონიშვილმა.

სრულად ნახვა ...

13 მაისს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, გაიმართა სასერტიფიკატო კურსის „საბჭოთა წარსულის გაცნობიერება“ პირველი ლექცია.აწმყოში მიმდინარე პროცესები რომ ავხსნათ და მაქსიმალურად დავაზღვიოთ საზოგადოებაცა და საკუთარი თავიც მომავალი შეცდომებისგან, აუცილებელია, რაც შეიძლება საფუძვლიანად შევისწავლოთ და კარგად გავიაზროთ არც თუ ისე შორეული წარსული; ვიცოდეთ, რას წარმოადგენდა სახელმწიფო სახელად "საბჭოთა კავშირი",ამ მიზნით იყო შეკრებილი ასზე მეტი სტუდენტი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.

სრულად ნახვა ...

26 აპრილს, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით, ახალციხეში, გაიმართა დისკუსია თემაზე: „ეკლესია და პოლიტიკა“. დისკუსია ჩატარდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, ”დემოკრატ მესხთა კავშირის“ საკონფერენციო დარბაზში.  

სრულად ნახვა ...

გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია