10 ივნისს, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში გაიმართა მსოფლიო რელიგიათა კლუბის მეთოთხმეტე შეხვედრა. ლექციის თემა იყო ბუდიზმი, სტუმარი – თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და აღმოსავლური რელიგიების მცოდნე, ნინო ქილარჯიანი. მომხსენებელმა მონაწილეებს გააცნო ბუდისტური რელიგიის მოძღვრება, ისტორია, რიტუალები და ბუდისტი ადამიანის ცხოვრების წესი.

სრულად ნახვა ...

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების ინსიტუტი აცხადებს უმცროსი მკვლევარის ვაკანსიას ახალგაზრდა პროფესიონალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში. http://www.opensocietyfoundations.org/grants/think-tank-young-professional-development-program-20150505

სრულად ნახვა ...

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ცნობილი პოლიტოლოგი და ექსპერტი ალექსანდრე რონდელი გარდაიცვალა. ალექსანდრე რონდელი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს ხელმძღვანელობდა. ის გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი იყო.

სრულად ნახვა ...

27 მაისს, მსოფლიო რელიგიათა კლუბის მეთორმეტე შეხვედრა დაეთმო ჰინდუიზმს. კლუბის სტუმარი იყო რელიგიათმცოდნე, ქალბატონი მარინა ხოსიტაშვილი, რომელმაც მონაწილეებს გააცნო ინდური რელიგია, მისთვის დამახასიათებელი ტრადიციები და რიტუალები, ისაუბრა რელიგიისა და ეთნოსის ერთიანობაზე ამ რელიგიაში და ინდუისტი ადამიანის ცხოვრების წესზე.

სრულად ნახვა ...

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და საქართველოს ახაგაზრდა იურისტთა ასოციაცია/საია დიასპორულ საკითხებზე, 2013 წლიდან მუშაობენ ერთობლივი პროექტის "საქართველოს და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა" ფარგლებში. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანას ისახავს.

სრულად ნახვა ...

გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია