ყურადღება, ყურადღება!!! გამოვლინდა ბლოგის კონკურსის 3 გამარჯვებული. ესენი არიან: ნანა ბაგალიშვილი, სოფიო ჯაში და ნატალია ჯაში. კონკურსის "სამართლიანი არჩევნების როლი დემოკრატიული განვითარების პროცესში" მონაწილეთა და გამარჯვებულთა სტატიებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი საიტის ბლოგზე: http://participate.ge/inlang_id=GEO&sec_id=43.

5-11 აგვისტოს, ლოპოტაზე, კავკასიურმა ინსტიტუტმა უმასპინძლა საზაფხულო სკოლას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სტუდენტურ დებატებში გამარჯვებული 5 ქალაქის გუნდმა, კერძოდ: თბილისი, ქუთაისი, თელავი, ბათუმი და ახალციხე. სტუნდეტურ დებატებში თემაზე: "სამართლიანი არჩევნების როლი დემოკრატიული განვითარების პროცესში".

სრულად ნახვა ...

18-30 ივნისს საქართველის ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში, კერძოდ: თელავი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი და თბილისი, გაიმართა სტუდენტური დებატები თემაზე: სამართლიანი არჩევნების როლი დემოკრატიული განვითარების პროცესში. სტუდენტური დებატების ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი, ხოლო ფინალში გასული გუნდის ყველა მონაწილეს-წიგნის ვაუჩერი.

სრულად ნახვა ...

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრში შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ ჟურნალ "Foreign Policy" ივლისი-აგვისტოს ნომერს.

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ეწყობა ესეს/სტატიის კონკურსი ბლოგისთვის. კონკურსი ღიაა საქართველოს ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში (თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და თელავში) რეგისტრირებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალვრიატის ყველა სტუდენტისთვის.

სრულად ნახვა ...

გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია