დღეს კავკასიური ინსტიტუტი იუბილარია.
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. ინსტიტუტი დაფუძნდა თბილისში 1992 წელს. CIPDD არის არასამთავრობო და არასამეწარმეო ორგანიზაცია და არ უკავშირდება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მაგრამ ის არ არის ნეიტრალური, პოლიტიკური ღირებულებების თვალსაზრისით. საჭიროების შემთხვევაში ის მონაწილეობს ლიბერალური დემოკრატიის მხარდამჭერ სამოქალაქო ინიციატივებში.
სრულად ნახვა ...
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში დასრულდა პროექტი “სამოქალაქო განათლება 2015”. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შეიქმნა ვებ–პორტალი www.shenmartav.ge, რომლის საშუალებით მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ და აქტიურად ჩაერთონ საქართველოს პარლამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და ოთხი თვითმმართველი ქალაქის –ახალციხის, ბათუმის, გორის , რუსთავის–მუნიციპალიტეტის საქმიანობაში.
სრულად ნახვა ...
სოფელი ოლავერდის (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი) მაცხოვრებლებს წლების განმავლობაში არ მიეწოდებოდათ სასმელი წყალი. კავკასიური ინსტიტუტის პროექტის "ადგილობრივი ინიციატივები განვითარებისთვის" ფარგლებში შესაძლებელი გახდა ამ პრობლემის მოგვარება ინოვაციური მეთოდით.
სრულად ნახვა ...
8 ივლისს, კავკასიურ ინსტიტუტში, მსოფლიო რელიგიათა კლუბის მეჩვიდმეტე შეხვედრა ჩატარდა. კლუბის სტუმარი იყო თეოლოგი ვლადიმერ ნარსია, ლექციის თემა – სეკულარიზმის პრინციპი. მომხსენებელმა ისაუბრა სეკულარიზმის, საერო და სასულიერო ხელისუფლების დაყოფის მნიშვნელობის და აუცილებლობის შესახებ.
სრულად ნახვა ...
|
გამოცემები ...
|