2014 წლის 24 ივლისს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა დასკვნა საქართველოს რიგით მეოთხე პერიოდულ ანგარიშთან დაკავშირებით. დასკვნაში აღნიშნულია რიგი წინგადადგმული ნაბიჯები, საკანონმდებლო თუ ინსტიტუციურ დონეზე, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა.
სრულად ნახვა ...
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საჯაროდ წარადგენს „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) იმპლემენტაციის გაიდლაინს” (კანონმდებლობისა და პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ცვლილების სარეკომენდაციო კონცეფცია).
სრულად ნახვა ...
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრში შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ დევიდ ფარელის წიგნს „Electoral Systems: A comparative Introduction". ავტორი აღწერს და აფასებს სხვადასხვა საარჩევნო სისტემის ფორმებს, რომელიც ფუნქციონირებს 50-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანაში.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა , ევროსაბჭოს მხარდაჭერით,მოამზადა გზამკვლევი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატებისთვის. გზამკვლევის მიზანია იმ ქალი კანდიდატების პოლიტიკური ჩართულობის გაზრდა, რომლებიც კენჭს იყრიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
სრულად ნახვა ...
ლექციის თემა - ბუდიზმი. მომხსენებელი - ქალბატონი მარინა ხოსიტაშვილი. ბუდიზმი უძველესი მსოფლიო რელიგიაა ზენაციონალურია, გავრცელებულია სხვადასხვა ხალხსა თუ ერში, სხვადასხვა კონტინენტზე და რომელიმე ერთი კონკრეტული ეთნოსის კუთვნილებას არ წარმოადგენს.
სრულად ნახვა ...
|