საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა07.12.2013

 პროექტის შესახებ: მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ერთობლივად ახორციელებენ ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა. 30-თვიანი პროექტის ზოგადი მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა. ამასთან,
პროექტი ფოკუსირდება ოთხ მთავარ ამოცანაზე:
1. მიგრაცია და განვითარება
2. მიგრაციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა
3. არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა
4. მიგრანტთა უფლებების დაცვა. პროექტი ხორციელდება როგორც თბილისში, ისე საქართველოს ათ რეგიონში - გურია, იმერეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, მცხეთა-თიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, აჭარა.
მიზანი 1. მიგრაცია და განვითარება - „brain drain“ ტრანსფორმაცია „brain gain“-ად აქ იგულისხმება ევროკავშირის დაახლოებით ათ ქვეყანაში დიასპორის წევრებთან კონტაქტების დამყარება და მათთან მუშაობა. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას ისეთი პირობები, რაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველ ემიგრანტებს საშუალებას მისცემს, საქართველოს განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. ემიგრანტები საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებენ შესაბამისი სფეროების (ტურიზმი, სერვისის მიწოდების სფერო, განათლება და ა.შ.) წარმომადგენლებს.
აქტივობები
• სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შესწავლა საქართველოს რეგიონებში
• დიასპორის წევრებთან კონტაქტების დამყარება
• დიასპორის წევრების ვიზიტების ორგანიზება საქართველოში
• სხვადასხვა სფეროში ტრენერთა ტრენინგები
მიზანი 2 – მიგრაციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში მიგრაციის პოლიტიკის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების გამოცდილების და განვლილი გზის გათვალისწინება. ამასთან, აუცილებელია გაკეთდეს ჩვენი მიგრაციის პოლიტიკისა და კანონმდებლობის ანალიზი და ამის საფუძველზე შემუშავდეს სათანადო რეკომენდაციები ხელისუფლებისათვის.
აქტივობები:
• მიგრაციის კანონმდებლობის და პოლიტიკის ანალიზი
• სამი თემატური კვლევა (case study)
• ცირკულარული მიგრაციის კვლევა
• ადვოკატირება
მიზანი 3. არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან ხშირად არალეგალური მიგრაციის ძირითადი მიზეზი არის ინფორმაციის ნაკლებობა დანიშნულების ქვეყანასა და მუშაობის შესაძლებლობების შესახებ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება საზღვარგარეთ მგზავრობისა და დასაქმების შესახებ, რათა არ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება არარეალური მოლოდინებისა და არასწორი წარმოდგენების საფუძველზე. ტრეფიკინგის წინააღმდეგ პროექტის საქმიანობა დაიგეგმება სახელმწიფოს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საჭიროებების მიხედვით.
ქტივობები:
• საინფორმაციო ბროშურები:
o ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობები
o არალეგალური მიგრაციის საფრთხეები
 o როგორ ავიცილოთ თავიდან ტრეფიკინგის შემთხვევები
• ცნობიერების ამაღლების კამპანია - 30 ავტო-ტური, 10 საჯარო დისკუსია, მედია-კამპანია
მიზანი 4. მიგრანტთა უფლებების დაცვა. პროექტი ითვალისწინებს მიგრანტთა ღირსეული დაბრუნებისა და მათი რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას.
აქტივობები:
• სამართლებრივი დახმარება დაბრუნებული/რეადმისირებული მიგრანტებისთვის
• მიგრანტების სამართლებრივი კონსულტაცია


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია