უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით23.05.2017

მსუბუქი იარაღის სფეროში ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისაკენ - სამოქმედო გეგმა

საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს შესაძლებლობა, გადადგას შემდეგი ნაბიჯები მსუბუქი იარაღის კონტროლისა და ადამიანური უსაფრთხოების სფეროში ჩამოყალიბებული და ყოვლისმომცველი პროგრამის შემუშავების დასაწყებად:

1. უნდა შეიქმნას ეროვნული კომისია მსუბუქი იარაღის კონტროლის სფეროში, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მსუბუქი იარაღის კონტროლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაზე. გაეროს სამოქმედო პროგრამის რეკომენდაციით, სახელმწიფოებმა უნდა ჩამოაყალიბონ ეროვნული კომისიები მსუბუქი იარაღის საკითხებზე, რომელთა დანიშნულება მსუბუქი იარაღის კონტროლის ეროვნული პოლიტიკის შემუშავება იქნება. ამგვარი კომისია წარმომადგენლობითი ორგანო იქნება, და მის შემადგენლობაში ყველა დაინტერესებული სახელმწიფო უწყებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შევლენ. კომისია დამოუკიდებელი ორგანო უნდა იყოს და მას უნდა ჰქონდეს მანდატი და უფლებამოსილება, ჩამოაყალიბოს ყოვლისმომცველი სისტემური მიდგომები ადამიანური უსაფრთხოებისა და მსუბუქი იარაღის კონტროლის საკითხებისადმი.
2. უნდა ჩამოყალიბდეს მსუბუქი იარაღის კონტროლის ეროვნული სტრატეგია, რომელიც უნდა შეიცავდეს დეტალურ და დროში გაწერილ ეროვნულ სამოქმედო გეგმას. სტრატეგია დაფუძნებული უნდა იყოს ფართო კონსულტაციებზე ყველა დაინტერესებული აქტორის მონაწილეობით, სამოქალაქო საზოგადოების ჩათვლით, და არსებული კვლევების, მათი შედეგების და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით.

მსუბუქი იარაღის შესახებ ჩატარებულ კვლევებში მონაწილე ორგანიზაციები:

1.ახალგაზრდული ცენტრი, ახალციხე;
3. თავდაცვის და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭო, თბილისი;
4. სამართალი და თავისუფლება, თბილისი;
5. კავშირი „სამხრეთის კარიბჭე“, ახალციხე;
6. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ქუთაისი;
7. გაეროს ასოციაციის ქუთაისის ფილიალი; გაზეთი „ახალი გაზეთი“, ქუთაისი;
სხვა რეგიონული გაზეთებისა და სამაუწყებლო კომპანიების წარმომადგენლები.

 უსაფრთხოების სექტორის რეფორმა საქართველოში  2004-2007


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია