ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა დემოკრატიული პოლიტიკური მონაწილეობისთვის25.05.2017

აღწერა ხედვა და მიზნები:

საქართველოში დემოკრატიული, ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოებისა და სახელმწიფოს მშენებლობა შეუძლებელია ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვანი მონაწილეობის გარეშე. თავის მხრივ, სატიტულო და არასატიტულო ეთნოსებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შესაქმნელად აუცილებელია რეალური მოტივაციების შექმნა და თანასწორი შესაძლებლობების ხელშეწყობა. შესაბამისად აუცილებელია ენობრივი ბარიერის მოშლა (რაც ეთნიკური უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის არცოდნაში გამოიხატება) და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მიერ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობის უზრუნველყოფა.

პროექტი მიზნად ისახავდა:

* ქართული ენის სწავლების ახლებური მეთოდოლოგიების დანერგვას და ამ გზით მულტიპიკატორთა ქსელის ჩამოყალიბებას;
* სამოქალაქო განათლების პროგრამის განხორციელებას საკუთარ უფლებებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა გათვითცნობიერების მიზნით;
* ამომრჩეველთა განათლებას პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობისა და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გზით;
* ადგილობრივი მედიის უნარების ზრდას და მოქალაქეთა სამოქალაქო, პოლიტიკურ და სოციალურ უფლებებში გარკვევას.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია