სამხრეთ კავკასიელი ექსპერტების ქსელი იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხების პოლიტიკის ფასილიტაციისთვის30.05.2017
აღწერა
პროექტის მიზნები
გრძელვადიანი მიზნები: • იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტერესების ასახვა მათი დაბრუნებისა და ქონების რესტიტუციის საკითხებზე ხანგრძლივ ვადიან სტრატეგიულ მიდგომაში
მოკლევადიანი მიზნები: • იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების/რესტიტუციის საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პროცესში საექსპერტო მხარდაჭერა; • აღნიშნულ საკითხებზე შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის და კავშირების გაუმჯობესება, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე.
პროექტის შედეგები
• სამხრეთ კავკასიის ექსპერტთა ქსელის დაარსება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების/რესტიტუციის შესაძლებელი პოლიტიკის ძირითადი მიდგომების გამოკვეთა შესაბამის დაინტერესებულ მხარეთა შორის დიალოგისა და დისკუსიის გზით; • იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების/რესტიტუციის შესაძლებელი პოლიტიკის მხარდასაჭერად რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება; • შესაბამის დაინტერესებულ მხარეთათვის (სახელმწიფო ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები) მოცემულ საკითხებზე საექსპერტო ცოდნის გადაცემა.
უკან დაბრუნება..
|
გამოცემები ...
|