სტრატეგიული დაგეგმარება03.08.2012

თარიღი: 2007    
სახელწოდება: პოლიტიკური პარტიების დაფინანსება
პროექტი: კავკასიური ინსტიტუტის, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტისა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ერთობლივი პროექტი პოლიტიკური ინსტიტუტები საქართველოში
ენა: ქართული
გვერდი: 23 (ქართული) 
© IMD, ODIHR, CIPDD

აღწერა
ეს ბროშურა მეოთხეა გზამკვლევთა იმ სერიიდან, რომელსაც კავკასიური ინსტიტუტი, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი გამოსცემს პარტიების აქტივისტებისთვის. წინამდებარე ბროშურის თემას წარმოადგენს სტრატეგიული დაგეგმარება. ბროშურაში მოცემული ინფორმაცია დაეხმარება პარტიების აქტივისტებს დაგეგმონ მათი ორგანიზაციების საქმიანობა როგორც პირველად, ისე ზედა დონეებზე.

 პოლიტიკური ინსტიტუტები საქართველოში

პროექტი პოლიტიკური ინსტიტუტები საქართველოში 
პროექტის კოორდინატორი ლიკა სანიკიძე 
ხანგრძლივობა 1.12.2006-31.01.2008 
დონორი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების 
                 ოფისი ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის 
                 საშუალებით
აღწერა
პროექტი ხორციელდება 2006-08 წლების პროგრამის ფარგლებში. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების მოდერნიზაციის ხელშეწყობა, კერძოდ, შიდა ორგანიზაციის და პარტიათა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, რომლის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ქალთა და ახალგაზრდათა ჩართულობის გაზრდას. 
პროგრამაში მონაწილე ყველა პარტიასთან კონსულტაციებმა აჩვენა, რომ საჭიროა ადგილობრივი ექსპერტიზის, პროფესიული რესურსის განვითარება და კეთილი ნება პოლიტიკური პროცესების სტრუქტურული და თანმიმდევრული ანალიზისათვის. ნათელი გახდა ამ მიმართულებით აკადემიური და პროფესიული სწავლებისთვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსის სიმწირეც. მეცნიერთა ის ნაწილი, რომელსაც მსგავსი ანალიზის გაკეთება შეუძლია, მონაწილეობს  სხადასხვა პროექტში, სასწავლო პროცესში, მრავალ ფორუმსა და კონფრენციაში. 
2006-08 წლების პროგრამის საბოლოო მიზანია თბილისში მრავალპარტიული ცენტრის დაარსება და ამ უკანასკნელის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა პროექტის დასრულების შემდეგაც, როცა ის მთლიანად ადგილობრივ მმართველობას გადაეცემა. 
საამისოდ, მომავალი ორი წლის განმავლობაში (2006 წლის აპრილი – 2008 წლის ბოლო) დაგეგმილია მრავალი აქტივობა. ეს აქტივობები განხორციელდება დიაუო-ნიმდი-სა და მათი ქართველი პარტნიორის _ კავკასიური ინსტიტუტის მიერ. ნიმდი პასუხისმგებელია პროგრამის ზოგად მართვასა და კოორდინაციაზე; მას საქართველოში წარმოადგენს პროგრამის ერთი ოფიცერი. კავკასიური ინსტიტუტი პასუხისმგებელი იქნება აქტივობათა პროგრამის  განხორციელებაზე. ორივე ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს პოლიტიკური პარტიული სისტემის შესახებ ინფორმაციის მოწოდებასა და ანალიტიკური მასალის შექმნას. 
კონფრონტაციული, პოლარიზებული და პერსონიფიცირებული პარტიათაშორისი კონფლიქტების არსებობის გამო დიაუო, ნიმდი და  კავკასიური ინსტიტუტი 2006-2008 წლის აქტივობებს მრავალპარტიულ გარემოში განახორციელებენ (და არა ინდივიდუალურ პარტიებთან). აღსანიშნავია, რომ თავად ნიმდი მრავალპარტიული  ინსტიტუტია. პროექტის მრავალპარტიული მიდგომა ხელს შეუწყობს საქართველოში პარტიათშორისი ურთიერთობების გაუმჯობესებას და მოქმედი პარტიების კონსოლიდაციით მრავალპარტიული სისტემის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ მრავალპარტიული მიდგომა შენარჩუნდება პროექტის განხორციელების მთელ პერიოდში. პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრები მოეწყობა მრავალპარტიული შეხვედრების შემდეგ; ყურადღება დაეთმობა პარტიული სისტემის, ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობის საკითხებს; და კიდევ ისეთ საჭირბოროტო თემას, როგორიცაა პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ წარმომადგენლობათა კომპეტენცია; განხილვის საგანი იქნება ასევე  შიდაპარტიული დემოკრატიის ზრდისა და წევრთა ჩართულობის ხელშეწყობისკენ მიმართული სამოქმედო გეგმის განვითარება. პროექტის განხორციელებაში უშუალოდ ჩაერთვებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველთვიურ შეხედრებზე განიხილავენ და დაგეგმავენ პროექტის აქტივობებსა და შინაარსს. 

პროგრამის გრძელვადიანი მიზნებია:
• ქართული პოლიტიკური პარტიების შიდაორგანიზაციული დემოკრატიის გაუმჯობესება;
• პოლიტიკისა და პოლიტიკური ინსტიტუტების შესახებ ცოდნის ამაღლება;
• პოლიტიკური პარტიების საქმიანობის და საზოგადოებრივი დაფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესახებ დისკუსიების ინიცირება;
• ქალთა და ახალგაზრდათა მონაწილეობის გაზრდა.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია