2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ: რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები13.08.2012

თარიღი: მარტი 2011
სახელწოდება: 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ: რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები
პარტნიორები: საია, უსაფრთხო მსოფლიო
დონორი: გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტების პრევენციის ფონდი
ენა: ქართული, ინგლისური, რუსული
გვერდი: 32 (ქართული), 32 (რუსული), 32 (ინგლისური)

 

2008 წლის აგვისტოს ომმა მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვალა: ბევრმა დაკარგა ახლობელი. სახლი, სამსახური, შემოსავლის წყარო. სხვას შეიძლება ომი პირდაპირ არ შეხებია. მაგრამ მაინც ტკივილი მოუტანა. ომიდან ორ წელზე მეტი გავიდა, კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები კი ისევ ძალაშია: გაურკვეველი მომავალი კიდევ უფრო ამძაფრებს ომით მიყენებულ ზიანს.

გასულ წელს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ უსაფრთხო მსოფლიო, კავკასიურმა ინსტიტუტმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმუშავე იმის გასაგებად, ვინ როგორ დაინახა და განიცადა ეს ომი და მისი მიზეზები. რომელია ის გზები, რითაც სამომავლო მშვიდობა და სტაბილურობა მიიღწევა. მრავალმა შეხვედრამ დაგვანახა, რომ მოქალაქეებს არც ისე ცხადად ესმით, რა მიდგომები, გეგმები და მოვალეობა აქვს სხვადასხვა მოქმედ პირს, ვისზეც მათი ცხოვრება და კეთილდღეობა არის დამოკიდებული. პარტნიორმა ორგანიზაციებმა მოამზადეს პატარა ბროშურა, რომელიც ნაწილობრივ მაინც გასცემს ამ კითხვებს პასუხს.

შესავალი

როგორ ხედავენ კონფლიქტს ძირითადი მოქმედი პირები?

რა კეთდება კონფლიქტის დასარეგულირებლად საერთაშორისო დონეზე?

რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტებთან დაკავშირებით?

როგორია რუსეთისა და სოხუმისა და ცხინვალის ფაქტობრივ მმართველთა პოლიტიკა?

რას აკეთებს საერთაშორისო თანამეგობრობა?


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია