ჯავახეთი აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ13.08.2012

თარიღი: ოქტომბერი 2009
სახელწოდება: ჯავახეთი აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ 
ავტორი: არჩილ აბაშიძე 
მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის კვლევითი ცენტრების ფონდის მხარდაჭერით
ენა: ქართული, ინგლისური
გვერდი: ქართული (11), ინგლისური (11) 
პოდკასტი
© CIPDD


                                     ჯავახეთი აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ PDF

რეზიუმე


 

 

მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის  გამო ჯავახეთი ხშირად საქართველოს პოლიტიკურად რთულ რეგიონად მიიჩნევა. ამას ემატება მხარის რთული კლიმატური პირობები (მკაცრი ზამთარი) და საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული ეკონომიკური ჩამორჩენილობა. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რეგიონი კიდევ ერთხელ იქცა პოლიტიკური სპეკულაციების თემად. საგაზეთო პუბლიკაციებში, ზოგიერთი პოლიტიკოსის საჯარო გამოსვლებში ღიად ითქვა, რომ აქ მოქმედებენ ქვეყნისადმი არაკეთილგანწყობილი ძალები, რომლებიც არსებულ პრობლემებს აუცილებლად საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებენ. 

წინამდებარე პოლიტიკის ანალიზში შევეცადეთ, ყურადღება გაგვემახვილებინა იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც რეგიონში 2008 წლის ომამდე ბევრად ადრე არსებობდა. ასეთ პრობლემებს განეკუთვნება სამართალდამცავი ორგანოებისა და ზოგადად, სასამართლო სისტემის მოქმედება; განათლების პრობლემები; დასაქმებისა და მიგრაციის საკითხები; სადავო ეკლესიების თემა და მაჰმადიანი მესხების რეპატრიაცია.

ანალიზში ნაჩვენებია, რომ ცალკეული მიმართულებებით არსებული მიღწევების მიუხედავად, პრობლემების უმრავლესობა კვლავ აქტუალურია. ანალიზის ბოლოს მოცემული რეკომენდაციები განკუთვნილია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებებისათვის, რეგიონში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის.

 


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია