სახელმწიფო პოლიტიკა: პოლონეთის გაკვეთილები 03.08.2012

სახელმწიფო პოლიტიკა: პოლონეთის გაკვეთილები

თარიღი: 2008   
სახელწოდება: სახელმწიფო პოლიტიკა: პოლონეთის გაკვეთილები 
ავტორები: სიმონ გაბრიჭიძე, ოლგა დოროხინა, ირაკლი ვაჭარაძე, თამარ მახარაძე, გიორგი რობაქიძე, ივანე ჩხიკვაძე, ნინო ჯაფარიძე
პროექტი და დონორი: კრებული გამოცემულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარევის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. პროექტი განხორციელდა საზოგადოებრივსაქმეთა ინსტიტუტის (პოლონეთი) და კავკასიური ინსტიტუტის მიერ
ენა: ქართული
გვერდები: 136 (ქართული)
© მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი 


 სასტიპენდიო პროგრამა საქართველოს პოლიტიკის და საზოგადოებრივი აზრის შემმუშავებლებისთვის  

პროექტი სასტიპენდიო პროგრამა საქართველოს პოლიტიკის და საზოგადოებრივი აზრის შემმუშავებლებისთვის
პროექტის კოორდინატორი გია გოთუა 
ხანგრძლივობა 1.07.2006-31.12.2007 
დონორი/ პარტნიორი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, პოლონეთი

აღწერა
პროექტის მიზნები  - პროექტის მიზანია, გაუმჯობესდეს  კვლევითი ცენტრების და მომავალი ლიდერების შესაძლებლობები პოლიტიკის ანალიზის და შესწავლის სფეროში. ამასთანავე, პროგრამა მიზნად ისახავს პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას საჯარო პოლიტიკის სფეროებში. ასევე ხელი შეეწყობა კვლევითი ცენტრების სექტორის უკეთ გაცნობას და პოლონეთის აკადემიურ და არასამთავრობო დაწესებულებებთან კონტაქტის გაუმჯობესებას. 
სამიზნე ჯგუფები
 - 
სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, კვლევითი ინსტიტუტები, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები, ჟურნალისტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პარტიების აქტივისტები. 
აქტივობები - პროგრამაში მონაწილეობისთვის შეირჩევა 8 მკვლევარი, საჯარო სექტორის წარმომადგენელი ან ჟურნალისტი. პროგრამის მონაწილეები 12 დღიან სასწავლო ვიზიტზე გაემგზავრებიან ვარშავაში. ამ ვიზიტის განმავლობაში, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ განიხილონ თავიანთი კვლევის შინაარსი და სხვა საკითხები პოლონელ სამეცნიერო ხელმძღვანელებთან და ამ სფეროს ექსპრეტებთან ერთად. ამასთანავე, მათ შესთავაზებენ ტრენინგს კვლევითი პროცესის მენეჯმენტში და/ან სხვა მნიშნველოვან საკითხებში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ პროგრამის მონაწილეებს მოეთხოვებათ თავიანთი ნაშრომების დამთავრება და თავიანთი მრჩეველებისთვის პირველი ვერსიის გაგზავნა. მას შემდეგ, რაც პროექტის საბოლოო ვერსია შეთანხმებული იქნება მრჩეველებთან/ხელმძღვანელებთან, ნაშრომები გაგზავნილი იქნება საჯარო საქმეთა ინსტიტუტში, სადაც მათ გადათარგმნიან და გამოაქვეყნებენ. პროგრამის მონაწილეებს ასევე კავკასიური ინსტიტუტის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე საკუთარი ნაშრომების პრეზენტაციის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ. პროგრამის ხანგძლიობა ოთხ თვეს შეადგენს.

სასწავლო სასტიპენდიო პროგრამა საქართველოს პოლიტიკის და საზოგადოებრივი აზრის შემმუშავებლებისთვის 

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (The Institute of Public Affairs – IPA), პოლონეთში დაფუძნებული კვლევითი ცენტრი და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (Caucasus Institute for Peace, Democracy and Development – CIPDD) აცხადებენ სასწავლო სასტიპენდიო პროგრამას საქართველოს პოლიტიკის და საზოგადოებრივი აზრის შემმუშავებლებისთვის.
პროგრამის მიზანია, გაუმჯობესდეს  კვლევითი ცენტრების და მომავალი ლიდერების შესაძლებლობები პოლიტიკის ანალიზის და შესწავლის სფეროშ. ამასთანავე, პროგრამა მიზნად ისახავს პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას საჯარო პოლიტიკის სფეროებში. ასევე ხელი შეეწყობა კვლევითი ცენტრების სექტორის უკეთ გაცნობას და პოლონეთის აკადემიურ და არასამთავრობო დაწესებულებებთან კონტაქტის გაუმჯობესებას. 
პროგრამის მონაწილენი პოლონელი სპეციალისტების ზედამხედველობით ჩაატარებენ კვლევას და მოამზადებენ პოლიტიკის კვლევით ნაშრომს (10-15 გვ.). კვლევის მიზანია პოლონეთის რეფორმებიდან სასარგებლო გამოცდილებისა და გაკვეთილების გაზიარება. პროგრამის-ის თემატიკა მოიცავს: 
- ევროპული ინტეგრაციის პროცესის დროს სახელმწიფო ადმინისტრაციის ადაპტაცია. 
- ადგილობრივი მმართველობის დეცენტრალიზაცია და განვითარება. 
- საგანმანათლებლო სისტემის რეფორმა. 
- ევროპული ინტეგრაციისა და რეგიონალური განვითარების სტრატეგიები. 
- ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის ეფექტური გამოყენება და შეთვისება—პოლონეთის ადგილობრივი მმართველობის გამოცდილების მიხედვით. 
- ეთიკური საკითხები და კორუფციის აღმოფხვრა საჯარო ადმინისტრაციაში—ტრანზიციული (გარდამავალ ეტაპზე მყოფი) ქვეყნის გამოცდილების მიხედვით. 
- თანამშრომლობა სახელმწიფო ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორის შორის – საკანონმდებლო რეგულირება და გამოცდილება  . 
- მიგრაციის, ტრეფიკინგის შემთხვევების და სასაზღვრო უსაფრთხოების საშიშროების მენეჯმენტი ადამიანთა უფლებების გათავალისწინებით. 
- სოციალური პოლიტიკა ტრანზიციულ (გარდამავალ) ქვეყნებში. 

პროგრამის მონაწილეები 12 დღიან სასწავლო ვიზიტზე გაემგზავრებიან ვარშავაში. ამ ვიზიტის განმავლობაში, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ განიხილონ თავიანთი კვლევის შინაარსი და სხვა საკითხები პოლონელ სამეცნიერო ხელმძღვანელებთან და ამ სფეროს ექსპრეტებთან ერთად. ამასთანავე, მათ შესთავაზებენ ტრენინგს კვლევითი პროცესის მენეჯმენტში და/ან სხვა მნიშნველოვან საკითხებში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ პროგრამის მონაწილეებს მოეთხოვებათ თავიანთი ნაშრომების დამთავრება და თავიანთი მრჩეველებისთვის პირველი ვერსიის გაგზავნა. მას შემდეგ, რაც პროექტის საბოლოო ვერსია შეთანხმებული იქნება მრჩეველებთან/ხელმძღვანელებთან, ნაშრომები გაგზავნილი იქნება საჯარო საქმეთა ინსტიტუტში, სადაც მათ გადათარგმნიან და გამოაქვეყნებენ. პროგრამის მონაწილეებს ასევე კავკასიური ინსტიტუტის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე საკუთარი ნაშრომების პრეზენტაციის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ. პროგრამის ხანგძლიობა ოთხ თვეს შეადგენს. პროგრამის მონაწილეებს მიეცემათ $350 ოდენობის სტიპენდია. 

შერჩევის პროცესი ორი ეტაპისგან შედგება: 
1) საბუთების შეგროვება: კავკასიურ ინსტიტუტში კანდიდატებმა შემდეგი საბუთები უნდა გააგზავნონ: 
• შევსებული ანკეტა
• განახლებული CV, რომელიც სხვა კვლევით გამოცდილებებსაც მოიცავს 
• კვლევითი განაცხადი (2 გვერდს არ უნდა აჭარბებდეს), რომელშიც მოხსენიებული იქნება კვლევის მნიშნველობა, მეთოდოლოგია, მიზანი და სავარაუდო შედეგი. კვლევითი განაცხადი აღწერილ თემატიკას უნდა შეესაბამებოდეს. 
• სარეკომენდაციო წერილი ორგანიზაციიდან/დაწესებულებიდან ან პირისგან, რომელიც კარგად იცნობს აპლიკანტის საქმიანობასა და კვლევით გამოცდილებას. წერილი დაბეჭდილ კონვერტში უნდა იყოს მოთავსებული და ხელმოწერილი. 
საბუთები იმეილით უნდა გაიგზავნოს გია გოთუასთან: gia-got@cipdd.org არა უგვიანეს 2007 წლის 26 აგვისტოს. დაგვიანებული აპლიკაციები არ განიხილება. 
2. გასაუბრება: თბილისში, 2007 წლის 3-4 სექტემბერს, არჩეულ კანდიდატებს ექნებათ გასაუბრება კავკასიური ინსტიტუტის და საჯარო საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენლებთან. შერჩევის ამ ეტაპის მიზანი კანდიდატების ენის ცოდნის შემოწმება და კანდიდატების კვლევითი განაცხადის განხილვაა.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (The Institute of Public Affairs – IPA) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის კლვევითი ცენტრია, რომელიც ვარშავაშია დაფუძნებული. IPA შეიქმნა 1995 წელს, იმ მიზნით რომ მხარი დაეჭირა მოდერნიზაციის რეფორმებისთვის და შეექმნა ფორუმი სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებში ინფორმირებული დებატებისათვის. IPA–მ ჩაატარა რამოდენიმე კვლევა და მოამზადა რეფორმის შემოთავაზება პოლიტიკის და საზოგადოების მნიშვნელოვან სფეროებში. 

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD)  საჯარო პოლიტიკის კვლევითი ცენტრია, რომელიც დემოკრატიული განვითარების ფართო სფეროში არის სპეციალიზირებული. CIPDD მხარს უჭერს ისეთ პოლიტიკის მიზნებს, როგორიცაა ცოცხალი და მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ეფექტური და პასუხისმგებელი სახელმწიფო დაწესებულებების შექმნა, რომლებიც კანონის უზენაესობას ეფუძნებიან და პოლიტიკურ სფეროში კარგად არიან ინტერგირებულნი. კავკასიურ ინსტიტუტეს სურს, რომ ამ მიზნების მიღწევას ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი და მაღალხარისხოვანი საჯარო პოლიტიკის დოკუმენტებით და საქართველოში პლურალისტური და ინფორმირებული საჯარო პოლიტიკის დებატების მხარდაჭერით. 

 

 


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია