პროექტის დასახელება: სამოქალაქო ორგანიზაციების გაცვლითი პროგრამა 06.11.2012


                                                                პროექტის აღწერა:

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების აქტიურ ჩართვას საჯარო პოლიტიკის შექმნისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ექვს რეგიონში - აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, ქვემო ქართლი - მოქმედ სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის ინსტიტუციური გამოცდილების გაზიარებას და საჯარო პოლიტიკის სფეროში უნარ-ჩვევების განვითარებას. პროგრამის ფარგლებში შეირჩევა ექვსი ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელთა შორისაც მოხდება წარმომადგენლთა გაცვლა.
წარმომადგენლები პროგრამის დასაწყისში გაივლიან ტრენინგს საჯარო პოლიტიკის ანალიზში და გაცვლითი პერიოდის დროს იმუშავებენ რეგიონისთვის აქტუალურ თემაზე. პროგრამის მიმდინარეობისას მონაწილეებს მუდმივი კავშირი ექნებათ კონსულტანტებთან, ხოლო დასასრულს წარმოადგენენ პრობლემის ანალიზს და მისი გადაჭრის გზებს.
პროგრამაში ჩართული ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები მიიღებენ პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ აუცილებელ ფინანსურ მხარდაჭერას, პროგრამა განხორციელდება სამ ეტაპად.
ორგანიზაციებისა და წარმომადგენლების შერჩევის შემდეგ, მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზში და გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები (სექტემბერი). პროგრამის მეორე ნაწილი (ოქტომბერი, ნოემბერი) მთლიანად დაეთმობა რეგიონისთვის აქტუალური პრობლემის კვლევას, ანალიზს და გადაჭრის გზების დასახვას. დასკვნით ეტაპზე (დეკემბერი), მონაწილეები ვალდებულნი იქნებიან წერილობით წარმოადგინონ ჩატარებული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები, რომლის ადგილობრივ დონეზე გასაცნობად აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მასპინძელი ორგანიზაციები.

                                                                    პროექტის მონაწილეების მიერ დაწერილი ანგარიშები:

* დევნილი პედაგოგების სოციალური რეაბილიტაცია სამეგრელოს რეგიონში ავტორი: დავით წიქარიშვილი
* ქ. ქუთაისის დასუფთავების სფეროში არსებული პრობლემები ავტორი: მაგდა ბერიძე
* ოჯახური ძალადობა ხაშურის რაიონში ავტორი: თამარ დაგარგულია
* კომუნალური მრიცხველების პრობლემა და ოზურგეთის სოფლების ინდივიდუალური გამრიცხველიანების აუცილებლობა ავტორი: ეკატერინე ფოლადაშვილი
* ქალაქ გურჯაანის საყოფაცხოვრებო ნარცენებით დაბინძურება ავტორი: სოფიო კოსტავა
* სახელმწიფო ენის სწავლების პრობლემები სამცხე-ჯავახეთში ავტორი: მერი ლობჟანიძე


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია