www.shenmartav.ge12.10.2012

„მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ახალი ვებ–გვერდი www.shenmartav.ge შექმნეს.
ვებ–გვერდი აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას, მიიღოს ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია მის მიერ არჩეული დეპუტატების პარლამენტში საქმიანობის შესახებგ, გაეცნოს უახლეს კანონპროექტებს და პირდაპირ დაუკავშირდეს თავის წარმომადგენელს საკანონმდებლო ორგანოში. 

                                                     shenmartav.ge მიზნად ისახავს:

.
ფართო საზოგადოებისთვის საპარლამენტო დებატების ხელმისაწვდომობის და კანონშემოქმედებაში გამჭვირვალობის გაზრდას
.  მოქალაქეების ინფორმირებულობის ამაღლებას იმის შესახებ, თუ ვინ წარმოადგენს მათ პარლამენტში და რა გადაწყვეტილებები  
                                                                                                                             მიიღება მათი სახელით;
. მოქალაქეების უფრო მეტი ჩართულობის მიღწევას მნიშნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

                                  პროექტის   ამ ეტაპზე ვებ–გვერდი სამი თანაბარი კომპონენტისაგან შედგება: 
                                                                                                                                            
რა კანონები მიიღება? - მოქალაქეს ეძლევა საშულება თვალი ადევნოს ახალი კანონების განხილვის და მიღების პროცესს;
გაეცნოს SMS მონიტორინგის მასალებს პარლამენტში მიმდინარე კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესახებ; კანონპროექტების მიმოხილვის ყოველკვირეულ დაიჯესტს; და მოიძიოს ინფორმაცია კონკრეტული კანონების და კანონპროექტების ტექსტების და კანონებში შესული ცვლილებების შესახებ.

ვინ იღებს კანონებს?
- მოქალაქეს ეძლევა საშუალება დააკვირდეს, რა გადაწყვეტილებებს იღებს მის მიერ არჩეული პარლამენტარი მისი სახელით;
გაეცნოს დეპუტატების შრომით ბიოგრაფიებს; არასაპატიო მიზეზით გაცდენილი პარლამენტარის და საკომიტეტო სხდომების რაოდენობას; დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების ყოველწლიურ ქონებრივ დეკლარაციებში ასახულ ქონებას და შემოსავლებს საპარლამენტო საქმიანობის სხვადასხვა ეტაპეზე.


 დასვი შეკითხვა. მოქალაქეს ეძლევა საშუალება წერილობით დაუსვას კითხვა ნებისმიერ დეპუტატს და მიიღოს მისგან წერილობითი პასუხი. შეკითხვა დაისვას როგორც ვებ–გვერდის, ასევე SMS–ის გამოყენებით. პასუხიც, შესაბამისად, აისახება საიტზეც და გადამისამართდება მობილურ ტელეფონზეც.

გვერდზე აისახება დეპუტატების აქტიურობის რეიტინგი მოქალაქეებთან ურთირთობაში. ვებ–გვერდი ითვალისწინებს მოდერაციას, თემასთან და ეთიკასათან შეუსაბამო კითხვების თავიდან აცილების მიზნთ.
პროექტი ხორციელდება ევროპული თანამშრომლობა დემოკრატიისთვის, ნიდერლანდების სამეფოს და ღია საზოგადოების ინსტიუტის მხარდაჭერით. პროექტის პარტნერები არიან მონაწილეობა და პრესის თავისუფლების კონსორციუმი.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია