მოქალაქეობა: ძალიან მოკლე შესავალი 29.10.2012

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრში შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ რიჩარდ ბელამის წიგნს „მოქალაქეობა: ძალიან მოკლე შესავალი".
რიჩარდ ბელამი ამ წიგნში განიხილავს მოქალაქეობას და მის მნიშვნელობას, კერძოდ: რას ნიშნავს იყო მოდერნული საზოგადოების მოქალაქე? ამასთანავე ავტორს განხილული აქვს მოქალაქეობის სხვადასხვა მოდელები. ბელამი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე თუ როგორ იცვლებოდა მოქალაქეობის იდეა ძველი საბერძნეთიდან მოყოლებული დღემდე. ამ წიგნთან ერთად რესურს ცენტრში შეგიძლიათ მოიძიოთ 700-მდე წიგნი, ჟურნალი და სტატია დეცნტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ შორის ამ პროცესის პოლიტიკურ და ფინანსურ ასპექტებზე, მოქალაქეების ჩართულობაზე, აღმოსავლეთ ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის და აფრიკის ქვეყნების გამოციდლებაზე.
რესურს ცენტრი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. დამატებითი კითხვებისთვის შეგვეხმიანეთ: ნინო ღამბაშიძე: nino@participate.ge ან ტელ: 2355154. რესურს ცენტრი შეიქმნა და ფუნქციონირებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური გარდაქმნის პროგრამის (მატრა) ფარგლებში.

                                     http://participate.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=44&info_id=1740


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია