2012 წლის 3 ნოემბერს, ქ. ბათუმში გაიმართა დისკუსია: ძველი ბათუმის არქიტექტურა -კულტურული ძეგლების მართვის პოლიტიკა და შედეგები. დისკუსია ბათუმში მიმდინარე მშენებლობების და ძველი ქალაქის შენარჩუნების საკითხების გარშემო წარიმართა. დისკუსიაზე ასევე წარმოდგენილი იყო შოთა გუჯაბიძის ფოტო გამოფენა: „სურათები ბათუმის ცხოვრებიდან". დისკუსია ორგანიზებული იყო მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მიერ, რომელსაც პრეს კაფემ უმასპინძლა. დისკუსია ჩატარდა პროექტის: სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისთვის: დეცენტრალიზაცია და მონაწილეობა საქართველოში - ფარგლებში, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. დისკუსიის შესახებ ვრცელი ინფორმაციის და ვიდეო ჩანაწერის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: http://presscafe.ge/index.php?newsid=216
უკან დაბრუნება..