ეევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების განხილვა აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთან02.12.2012

22 ნოემბერს საქართველოს ეწვია დელეგაცია : აღმოსავლეთ პარტნიორობის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების და პოლონეთის. მოწვეულმა სტუმრებმა ქართველ კოლეგებთან ერთად ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" 22 ნოემბერს, ხუთშაბათს 10:00 საათზე დაიწყო.
შეხვედრა ჩატარდა ფონდი ”ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით.
შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა და ის გამოცდილება, რომელიც, ამ მიმართულებით დააგროვეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა.
კოალიცია, რომელიც აერთიანებს ორგანიზაციებს პოლონეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან განიხილვა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის საკითხი და იმსჯელა კოალიციის სტრატეგიაზე.
ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას საქართველოს მთავრობას 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში გადასცემს ევროკომისარი შინაგან საქმეთა საკითხებში სესილია მალსტრომი. სამოქმედო გეგმა უკვე გადაცემული აქვს მოლდოვას და უკრაინას. ამ ორი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე ახორციელებენ აღნიშნული დოკუმენტის მონიტორინგს.
შეხვედრაზე საუბარი იქნება ამ სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ეფექტურ მეთოდებზე. შეხვედრის შედეგად შემუშავდება მოკლე ანალიტიკური დოკუმენტი, ეგრეთ წოდებული Policy Brief.
ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს კოალიცია საქართველოსთვის გადაცემისთანავე გეგმავს. სამოქმედო გეგმის საქართველოსთვის გადაცემა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევა.

შეხვედრაში მონაწილე ორგანიზაციები:
* უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ბარიერის გარეშე",
* შტეფან ბატორის ფონდი (პოლონეთი),
* განვითარებისა და სოციალური ინიციატივების ინსტიტუტი (მოლდოვა),
* მშვიდობის განვითარებისა და დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტი (საქართველო),
* ეკონომიკური და სოციალური განვითარების ცენტრი (აზერბაიჯანი),
* გლობალიზაციისა და რეგიონალური განვითარების ანალიტიკური ცენტრი (სომხეთი),
* პასოსი (ღია საზოგადოების პოლიტიკის ასოციაცია- ჩეხეთი).
* საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული შენგენის ზონის წევრი ქევყნების საკონსულოების, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლები.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია