1დეკემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა სტუდენტური დებატები თემაზე: დეცენტრალიზაცია საქართველოში. სტუდენტურ დებატებში გამარჯვება მოიპოვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა. სტუდენტური დებატების ყველა მონაწილეს გადაეცა დიპლომები,ხოლო ფინალისტებს საჩუქრები.
სტუდენტური დებატები ორგანიზებული იყო მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მიერ. დებატები გაიმართა პროექტის: სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისთვის: დეცენტრალიზაცია და მონაწილეობა საქართველოში - ფარგლებში, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით
უკან დაბრუნება..