
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრში შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ ბერნანრდ კრიკის წიგნს „დემოკრატია: ძალიან მოკლე შესავალი".
ბერნანრდ კრიკი ამ წიგნში განიხილავს დემოკრატიის ისტორიას ძველი საბერძნეთიდან მოყოლებული დღემდე. ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დემოკრატია არის კარგი მმართველობის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა. აქ იგულისხმება ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ხშირად შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს დემოკრატიულ მოთხოვნებთან.
ამ წიგნთან ერთად რესურს ცენტრში შეგიძლიათ მოიძიოთ 700-მდე წიგნი, ჟურნალი და სტატია დეცნტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ შორის ამ პროცესის პოლიტიკურ და ფინანსურ ასპექტებზე, მოქალაქეების ჩართულობაზე, აღმოსავლეთ ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის და აფრიკის ქვეყნების გამოციდლებაზე.
რესურს ცენტრი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. დამატებითი კითხვებისთვის შეგვეხმიანეთ: ნინო ღამბაშიძე: nino@participate.ge ან ტელ: 2355154.
რესურს ცენტრი შეიქმნა და ფუნქციონირებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური გარდაქმნის პროგრამის (მატრა) ფარგლებში.
უკან დაბრუნება..