რესურს ცენტრი17.12.2012

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრმა შეიძინა ახალი წიგნები. მათ შორის ჯეფ მულგანის წიგნი „კარგი და ცუდი ძალაუფლება: მთავრობის იდეალები და ღალატი".

წიგნში ავტორი აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკურ თეორიაში აქტიურად განიხილება საკითხი იმის შესახებ თუ როგორ უნდა დავიცვათ მოქალაქეები სახელმწიფოსგან, რომელიც ასოცირდება ძალადობასა და რეპრესიებთან. აქედან გამომდინარე, პოლიტიკა გაიგივებული აღარ არის იდეალებთან და გახშირებულია პოლიტიკური ორგანიზაციის წევრობაზე უარის თქმის ტენდენცია.
ეს წიგნი არის იმის ახსნის ერთგვარი მცდელობა თუ რატომ წავაწყდით ამ პრობლემას და როგორ შეიძლება ვითარების გამოსწორება. ამ წიგნთან ერთად რესურს ცენტრში შეგიძლიათ მოიძიოთ 700-მდე წიგნი, ჟურნალი და სტატია დეცნტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ შორის ამ პროცესის პოლიტიკურ და ფინანსურ ასპექტებზე, მოქალაქეების ჩართულობაზე, აღმოსავლეთ ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის და აფრიკის ქვეყნების გამოციდლებაზე. რესურს ცენტრი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

დამატებითი კითხვებისთვის შეგვეხმიანეთ: ნინო ღამბაშიძე: nino@participate.ge ან ტელ: 2355154. რესურს ცენტრი შეიქმნა და ფუნქციონირებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური გარდაქმნის პროგრამის (მატრა) ფარგლებში.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია