პრესკონფერენცია: სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ". 07.01.2013

2012 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა კონკურსი: "სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ". კონკურსში ერთ-ერთ გამარჯვებულად გამოცხადდა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი. მას 800 ათასი ლარი მიენიჭა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების პროგრამებისათვის.
  8 იანვარს 5 საათზე კავკასიური ინსტიტუტის ოფისში ( აკაკი წერეთლის გამზირი 72, მე-2 სართული) გაიმართება პრეს-კონფერენცია, სადაც ინსტიტუტის ხელმძღვანელობა ჟურნალისტებს გააცნობს თავის გეგმებს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია